"საქართველო მზადაა უმასპინძლოს რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე"
"საქართველო მზადაა უმასპინძლოს რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე"
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველო მზადაა უმასპინძლოს რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, რომელიც თბილისში გაიმართება. მისივე თქმით, მიუხედევად იმისა, რომ დელეგაციის წევრებს დარღვეული აქვთ საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ქვეყანა მათ მაინც მიიღებს.

მისივე თქმით, მოუხედავად იმისა, რომ საქართველოს არ მოსწონს რუსეთის ხელისუფლების დეკლარირებული პოლიტიკა, ის პატივს სცემს საკუთარ საერთაშორისო ვალდებულებებს.

"ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს საკუთარ საერთაშორისო ვალდებულებებს და მივიღებთ საპარლამენტო ასამბლეას, რადგან პატივს ვცემთ რეგულაციებსა
და ორგანიზაციის პრინციპებს",-განაცხადა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, რუსმა დეპუტატმა სერგეი კალაშნიკოვმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტს განუცხადა, რომ საქართველო სახიფათო ქვეყანა გახდა არამარტო უმცირესობებისთვის და ქალებისთვის, არამედ პარლამენტებისთვისაც.


"ინტერპრესნიუსი"
ქართველი
29 იანვარი 2020 09:19
სწორად მსჯელობს ქალბატონი პრეზიდენტი, უნდა მივიღოთ რუსეთის დელეგაცია. ხედავთ ალბათ მსოფლიო პროცესების მიმდინარეობას, რუსეთი უკვე წყვეტს ბევრ რამეს ნსოფლიოში. და ეს გავითვალუსწინოთ ერთი ერთზე რუსეთთან შესაძლებელია ბევრი საკითხის გადაწყვეტა. ნუ გამოვარდებით ნაციდიოტები და ნუ ატეხთ სისულელეს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები