"ჩვენთან სულ უფრო მეტი ადამიანი პოულობს სამართალს და სტრასბურგის სასამართლოში შემდგომი გასაჩივრების საჭიროება არ დგება" - კვირის პალიტრა

"ჩვენთან სულ უფრო მეტი ადამიანი პოულობს სამართალს და სტრასბურგის სასამართლოში შემდგომი გასაჩივრების საჭიროება არ დგება"

საქართველოში ადამიანის უფლებების დაცულობის გაუმჯობესებას ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლო სტატისტიკა ადასტურებს. ჩვენთან სულ უფრო მეტი ადამიანი პოულობს სამართალს და არ დგება სტრასბურგის სასამართლოში შემდგომი გასაჩივრების საჭიროება, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სარჩელების რაოდენობა ოთხჯერ შემცირდა. მისი თქმით, ამავე დროს, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მაჩვენებლის ზრდა დასტურდება მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებებით. აგრეთვე, სახელმწიფო წარმატებით ასრულებს დანაპირებს, ეროვნულ დონეზე მოაგვაროს სარჩელები. ზურაბიშვილის თქმით, დღევანდელი მონაცემებით უკვე 128 საქმე მორიგებით ან მთავრობის გადაწყვეტილებით მოგვარდა.

"მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა დავების ალტერნატიული მოგვარების მექანიზმების შესამუშავებლად/დასახვეწად - მედიაცია და არბიტრაჟი ხელს შეუწყობს სასამართლო რეფორმას და დაგროვილი სარჩელების შემცირებას", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"