გახარია შეკითხვაზე: "წერილი თუ სიხარული?": "სიხარული მნებავს და რომ იცოდეთ, ამ კითხვაზე საავტორო უფლებები ჩემია, ისევე როგორც თვალის ჩაკვრაზე"
გახარია შეკითხვაზე: "წერილი თუ სიხარული?": "სიხარული მნებავს და რომ იცოდეთ, ამ კითხვაზე საავტორო უფლებები ჩემია, ისევე როგორც თვალის ჩაკვრაზე"
რა თქმა უნდა, თქვენგან და ზოგადადაც სიხარული მნებავს. საერთოდ, რომ იცოდეთ, ამ კითხვაზე საავტორო უფლებები ჩემია, ისევე როგორც თვალის ჩაკვრაზე, - ასე პასუხობს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჟურნალისტის რიტორიკულ შეკითხვას: "წერილი უნდა თუ სიხარული?"

გახარია კონგრესმენების კრიტიკულ წერილებთან დაკავშირებულ საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მზადაა, ნებისმიერ მწვავე კითხვას პასუხი გასცეს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ.

"როგორი მწვავე კითხვებიც არ უნდა დაისვას, ყოველთვის მზად ვართ, დავსხდეთ და ამ კითხვებზე ვისაუბროთ. როგორც ქვეყნის
შიგნით, ისე გარეთ, სადაც არ უნდა დაისვას მწვავე კითხვები, რომლებიც ეხება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, საგარეო ორიენტაციას, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ ურთიერთობას", - აღნიშნა გახარიამ ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკულ წერილებზე კომენტირებისას.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები