"აქტიურ პოლიტიკურ სეზონში შევდივართ - წერილიც ბევრი იქნება, სიხარულიც, "დასპოილერებაც" და საინტერესო ცხოვრება გველის"
"აქტიურ პოლიტიკურ სეზონში შევდივართ - წერილიც ბევრი იქნება, სიხარულიც, "დასპოილერებაც" და საინტერესო ცხოვრება გველის"
საბოლოო ჯამში, ფინალურ სერიაში გაიმარჯვებს ქვეყანა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით უპასუხა.

მისივე თქმით, ყველა უნდა დაელოდოს მოვლენების განვითარებას.

"ცხოვრება მოძრაობაა, ყველაფერს უნდა დაველოდოთ. "დასპოილერება" მე ხომ არ მომიგონია?! ეს არის ძალიან კარგი თანამედროვე მცნება და მინდა, რომ ამ პოზიციაზე დავრჩე. უახლოეს პერიოდში აქტიურ პოლიტიკურ სეზონში შევდივართ. წერილიც ბევრი იქნება, სიხარულიც ბევრი იქნება, "დასპოილერებაც" ბევრი იქნება, საინტერესო ცხოვრება გველის", - განაცხადა გახარიამ.

"ინტერპრესნიუსი"

ალექს
02 თებერვალი 2020 12:44
მოსახლეობას , მათ შორის ემიგრაციას, რომელიც მტერივით აოტნეთ კომკავშირლებმა, ანუ ნაცქოცმოქკავშირლებმა და თქვენმა სატელიტებმა მოკლევადიან, საშუალო და ხანგძლივ ვადიან, ასევე მუდმივ ემიგრაციაში თავიდან და უტყუარად,მათ შორის დისტანციურად, ელექტრონულად , არც ახლა არ აღწერთ?!
საარჩევნო სიას, უტყუარს, არც ახლა არ დადებთ ? საარჩევნო ყუთს 2 მილიონიან ემიგრაციას , ყველგან, სადაც კი ერთი ქართველია, არც ახლა არ არ დაუდგამთ? მათ შორის ელექტრონულს; კიდევ ხომ არ იძულებთ, როგორც ერთად გაუშვით, ისე ერთად ჩამოვიდნენ ხმის მისაცემად მთელი მსოფლიოდან !? დემოკრატიული მართვის სამივე ინსტრუმენტს: არჩევნებს,რეფერენდუმს და პლებისციტს, როგორც სამოკომპონენტიან ,მაგრამ ერთიან და ერთადერთ მართვის ფორმად კონსტიტუციით და საარჩევნო კოდექსით არც ახლა არ დააკანონებთ????? ქვეყნის ხერხემლად ისევ შსს-ს დატოვებთ? ჩდილოვან ბიზნესს სახელმწიფო ქონების გამოყენებით რომ ეწევა ნაცქოცმოქკავშირელი და მისი სატელიტი სამოხელეო პარტოკრატია, ნათელში არც ახლა გამოიყვანთ ? ხალხს არც ახლა არ მისცემთ უფლებას უარყოფითი პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგების მომტანი სისტემური კანონმდებლობის შეთხზვასა და ინსტალაცია აღსრულების მონაწილე ნაკომკავშირალ პოლიტიკანებს პასუხი მოსთხოვოს ? სახელმწიფო ქონებას ხალხს არც ახლაარ დაუბრუნებთ პრივატიზაციითა და აქაციონირებით ,ახლა ჩინოვნიკი რომ აზის ? აბა რას ცვლით ?! სახეებს?
სახე იყოს, სისტემა შეცვალეთ!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები