"აქტიურ პოლიტიკურ სეზონში შევდივართ - წერილიც ბევრი იქნება, სიხარულიც, "დასპოილერებაც" და საინტერესო ცხოვრება გველის" - კვირის პალიტრა

"აქტიურ პოლიტიკურ სეზონში შევდივართ - წერილიც ბევრი იქნება, სიხარულიც, "დასპოილერებაც" და საინტერესო ცხოვრება გველის"

საბოლოო ჯამში, ფინალურ სერიაში გაიმარჯვებს ქვეყანა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით უპასუხა.

მისივე თქმით, ყველა უნდა დაელოდოს მოვლენების განვითარებას.

"ცხოვრება მოძრაობაა, ყველაფერს უნდა დაველოდოთ. "დასპოილერება" მე ხომ არ მომიგონია?! ეს არის ძალიან კარგი თანამედროვე მცნება და მინდა, რომ ამ პოზიციაზე დავრჩე. უახლოეს პერიოდში აქტიურ პოლიტიკურ სეზონში შევდივართ. წერილიც ბევრი იქნება, სიხარულიც ბევრი იქნება, "დასპოილერებაც" ბევრი იქნება, საინტერესო ცხოვრება გველის", - განაცხადა გახარიამ.

"ინტერპრესნიუსი"