თურქეთი ჩინეთიდან საქართველოს 7 მოქალაქის ევაკუაციასაც განახორციელებს? - რას ამბობენ საგარეო საქმეთა სამინისტროში?
თურქეთი ჩინეთიდან საქართველოს 7 მოქალაქის ევაკუაციასაც განახორციელებს? - რას ამბობენ საგარეო საქმეთა სამინისტროში?
თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთი ჩინეთიდან თავის მოქალაქეებთან ერთად საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციასაც განახორციელებს. როგორც ცნობილია, ამ დროისთვის ქალაქ უხანში საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფება. თურქეთი ასევე განახორციელებს აზერბაიჯანის 7 და ალბანეთის ერთი მოქალაქის ევაკუაციას.

მედიის ცნობით, თურქული სატვირთო თვითმფრინავი ქვეყანას დღეს დატოვებს. თვითმფრინავში წარმოდგენილი იქნებიან ექიმებიც, რომლებიც ინფექციური დაავადებების მიმართულებით მუშაობენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უხანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის საკითხზე თურქეთთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

„გიდასტურებთ, რომ თურქებთან მიმდინარეობს აქტიური მუშაობა
ჩვენი მოქალაქეების ევაკუაციის საკითხზე და იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნული რეისით მოხდება მათი წამოყვანა უხანის პროვინციიდან“- აცხადებენ საგარეო უწყებაში.

დამატებით დეტალებზე ამ ეტაპზე უწყებაში არ საუბრობენ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები