კელი დეგნანი დღეიდან აშშ-ს ელჩის უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა - კვირის პალიტრა

კელი დეგნანი დღეიდან აშშ-ს ელჩის უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა

კელი დეგნანი საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან ოფიციალურად შეუდგა.ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოში აშშ-ს საელჩოს "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ვრცელება.

"ელჩ კელი დეგნანს პატივი ხვდა, რწმუნებათა სიგელი წარედგინა საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანისა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის. დღეიდან ელჩი დეგნანი ოფიციალურად შეუდგება საქართველოში შეერთებული შტატების მისიის ხელმძღვანელზე დაკისრებული უფლებამოსილების შესრულებას.