"ჩვენ არ ვთხოვთ საქართველოს იყოს იდეალური, მაგრამ..." - რას ამბობენ ამერიკელი სენატორები დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ?
05-02-2020
"ჩვენ არ ვთხოვთ საქართველოს იყოს იდეალური, მაგრამ..." - რას ამბობენ ამერიკელი სენატორები დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ?
მე განვაგრძობ მოვუწოდო პრემიერ-მინისტრ გახარიას და საქართველოს მთავრობას, სწრაფად შეასრულონ საკუთარი ვალდებულებები დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით, უზრუნველყონ სასამართლო დამოუკიდებლობა, გადადგან ნაბიჯები შეპირებული საარჩევნო სისტემის უზრუნველსაყოფად და პატივი სცენ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც აშშ-ის სენატორებმა, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯინ შაჰინმა და ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის ხელმძღვანელმა ჯიმ რიშმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ გამოაქვეყნეს.

"ჩვენი გახარიასადმი გაგზავნილი ბოლო წერილის
შემდეგ, ჩვენ გავიმეორეთ ჩვენი შეშფოთება საქართველოს დემოკრატიისა და მმართველობის შესუსტების გამო. ჩვენ ასევე განვიხილეთ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხეთ ოსეთში არსებული მდგომარეობა. რუსეთის ფედერაცია კვლავ მართავს ღობეებს საქართველოს ტერიტორიებზე და ყოველ ჯერზე მათი მცირე ნაწილების ანექსირებას ახდენს. აშშ კვლავ რჩება ერთგული თავისი ვალდებულებისა, მხარი
დაუჭიროს საქართველოს დემოკრატიულ გარდაქმნას, თუმცა ჩვენ პოზიტიური გაუმჯობესებებიც უნდა დავინახოთ. ჩვენ არ ვთხოვთ საქართველოს იყოს იდეალური, მაგრამ მთავრობამ უნდა გვაჩვენოს, რომ ის სერიოზულად უდგება ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესს", - ნათქვამია ჯიმ რიშის განცხადებაში.

"სენატორ რიშს და მე გვაქვს ისტორია საქართველოს დემოკრატიული გარდაქმნის ორპარტიული მხარდაჭერისადმი. 2012 წელს ჩვენ, როგორც საერთაშორისო დამკვირვებლები მონაწილეობას ვიღებდით საქართველოს არჩევნებში და გამხნევებული ვიყავით მისი პროგრესით. როგორც ადრეც ვთქვი, დემოკრატია გრძელვადიანი მცდელობაა და საკუთრივ საქართველოს მოუწია ბევრი გამოწვევის წინაშე დგომა რუსეთის მხრიდან. მე განვაგრძობ მოვუწოდო პრემიერ-მინისტრ გახარიას და საქართველოს მთავრობას, სწრაფად შეასრულონ საკუთარი ვალდებულებები დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით, უზრუნველყონ სასამართლო დამოუკიდებლობა, გადადგან ნაბიჯები შეპირებული საარჩევნო სისტემის უზრუნველსაყოფად და პატივი სცენ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას", - აცხადებს ჯინ შაჰინი.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?