"იმ სუბიექტმა, კობახიძე რომ ჰქვია, საკუთარ თავზე ითვალოს თმები სჯობს, ვიდრე ქუჩაში ხალხი" - კვირის პალიტრა

"იმ სუბიექტმა, კობახიძე რომ ჰქვია, საკუთარ თავზე ითვალოს თმები სჯობს, ვიდრე ქუჩაში ხალხი"

იმ სუბიექტს, კობახიძე რომ ჰქვია, მინდა შევახსენო, საკუთარ თავზე ითვალოს თმები სჯობს, ვიდრე ქუჩაში ხალხი, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან აღნიშნა, რომ ოპოზიცია რაიონებსა და დედალაქაში საპროტესტო აქციების ჩატარებისთვის ემზადება.

"ხალხის რჩეული რომ ჰქვია და ხალხს რომ ემალება, ხალხმა უნდა შეახსენოს საკუთარი მოვალეობა. პარალელურად, ისეთ დროს, როდესაც პარლამენტი არ მუშაობს, იქნება რაიონებში აქციები. დიდ აქციას დავაანონსებთ და ამ აქციისთვის იქნება მზადება. იმ სუბიექტს, კობახიძე რომ ჰქვია, მინდა შევახსენო, რომ საკუთარ თავზე ითვალოს თმები სჯობს, ვიდრე ქუჩაში ხალხი", - განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, ოპოზიციას "200 კაციანი" აქციები აქვს.

"ინტერპრესნიუსი"