რატომ ტოვებენ "ნაციონალურ მოძრაობას" ნინო კალანდაძე, ზაზა ბიბილაშვილი და მარიამ გერსამია
06-02-2020
რატომ ტოვებენ "ნაციონალურ მოძრაობას" ნინო კალანდაძე, ზაზა ბიბილაშვილი და მარიამ გერსამია
ზაზა ბიბილაშვილი, ნინო კალანდაძე და მარიამ გერსამია "ნაციონალური მოძრაობას" ტოვებენ. ამის შესახებ მათ მიერ "ჭავჭავაძის ცენტრის" სახელით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით, არ აპირებენ არც ერთ სხვა პოლიტიკურ გაერთიანებასთან ასოცირებას ან 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას.

"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ უკვე თითქმის 2 წელია, სრულად ჩამოვშორდით პარტიულ საქმიანობას და, ჩვენს კოლეგებთან ერთად, მთლიანად ფოკუსირებული ვართ "ჭავჭავაძის ცენტრის" განვითარებაზე - ცენტრისა, რომლის გრძელვადიანი მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული საზოგადოების ფუნდამენტურ ტრანსფორმაციას სამოქალაქო განათლების, კრიტიკული
აზროვნებისა და ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გავრცელების გზით. ამ ვითარებამ, რომელიც ორმხრივი არჩევანის შედეგი იყო, არაერთი კითხვა გააჩინა. შემდგომი გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ფაქტობრივი მდგომარეობა შესაბამისობაში მოვიდეს ფორმალურთან.

ამიტომ, დღეიდან ფორმალურად ვწყვეტთ პარტიის წევრობას. წარმატებას ვუსურვებთ დამოუკიდებელ, პროდასავლურ ოპოზიციას და სამოქალაქო აქტივისტებს. ამასთან, ხაზგასმით ვაცხადებთ,
რომ არ ვაპირებთ არც ერთ სხვა პოლიტიკურ გაერთიანებასთან ასოცირებას ან 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას. ჩვენი მიზანია ჩვენი წვლილი შევიტანოთ თვისებრივად ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნაში, რათა ახლაც და ხელისუფლების ცვლილების შემდეგაც, საქართველოში იყოს მეტი რაციონალური, კრიტიკულად მოაზროვნე, ლიბერალური ღირებულებების ორგანულად მატარებელი, ეკონომიკურად დამოუკიდებელი აქტიური მოქალაქე, რომელიც თამაშის წესებს დაუდგენს პოლიტიკურ კლასს და რომელთაც გადამწყვეტი გავლენა ექნებათ საკუთარ მომავალზე," - ნათქვამია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"


სიმართლე.
06 თებერვალი 2020 21:59
სხვებზე ადრე იყნოსეს. რომ "გრემიტობდნენ", მაშინ რატომ არ დატოვეს. ალბათ ემზადებიან სხვა ნავში გადასახტომად.

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?