რა ხდება "ბიძინას ბოსტანში"?
06-02-2020
რა ხდება "ბიძინას ბოსტანში"?
ხათუნა ჩიგოგიძის ბლოგი

"სასაცილო, უცნაური, ახირებული შემთხვევა" - ასეა განმარტებული სიტყვა "კურიოზი" თითქმის ყველა ლექსიკონში. საქართველოში უცნაურ და ახირებულ შემთხვევებს რა გამოლევს, მით უფრო პოლიტიკაში.
აი, მაგალითად, ის ვითარება ავიღოთ, რაც ქუთაისიდან თბილისში გადმოტანილი პარლამენტის გარშემო ხდება, უფრო სწორედ, კი პარლამენტის მრავალჭირნახული შენობის ირგვლივ.

"ბიძინას ბოსტანი"
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია რომ ჩვენთვის გადამწყვეტი, უფრო მეტიც - "მაგიური" ადგილია, ყველამ კარგად ვიცით: აქ დატრიალდა 9 აპრილის ტრაგედია, ამ ადგილას იმართებოდა და იმართება ყველაზე დიდი
აქციები, იცვლებოდნენ მთავრობები და წელიწადში რამდენჯერმე მაინც გვესმოდა და გვესმის ყველა ქართველისთვის მშობლიური და ნაცნობი შეძახილი - "ქართველი ხალხის დამღუპველო, გადადექი!" ამ დღეებში პარლამენტის შენობა კიდევ ერთხელ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში: საქმე ის არის, რომ თბილისის მერის ინიციატივით, პარლამენტის ირგვლივ მწვანე ღობე აღმართეს. თავად კახა
კალაძე აცხადებს, რომ პარლამენტის შენობის წინ ქვაფენილი უნდა შეიცვალოს, შადრევნები დამონტაჟდეს და ეს ტერიტორია უფრო მეტად უნდა გალამაზდეს. მერიის გეგმები სასტიკად არ მოსწონს ოპოზიციას, რომელიც საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე, პარლამენტის პიკეტირება ჰქონდა დაგეგმილი. ამიტომ, მერიის მიერ დამონტაჟებულ ღობეზე უმოკლეს ხანში გაჩნდა წარწერა - "ბიძინას ბოსტანი". ადვილი მისახვედრია, ვინ იქნება ავტორი სიტყვებისა, რომელმაც რკინის ღობეზე მიმაგრებული მწვანე ქსოვილი ასე "დაამშვენა".

მეცნიერი თუ პლაგიატი?
გასულ კვირას, ქართული მედიით კიდევ ერთი სკანდალური ინფორმაცია გავრცელდა: "თავისუფლების ინსტიტუტმა" ბიძინა ივანიშვილისთვის სამეცნიერო ხარისხის ჩამორთმევა მოითხოვა. როგორც ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, მათ მოიპოვეს ივანიშვილის საკანდიდატო დისერტაცია, რომელიც აკადემიურ სტანდარტებს არ შეესაბამება. ისინი მიიჩნევენ, რომ "ივანიშვილის ნაშრომი პლაგიატის ნიშნებს შეიცავს", ამიტომაც მოითხოვენ, რომ ივანიშვილს სამეცნიერო ხარისხი ჩამოერთვას.
ამ მოთხოვნით ორგანიზაციამ "ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს" მიმართა. "ვერ წარმომიდგენია, რამე გააკეთოს და კარგად არ გააკეთოს" - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ენძელა მაჭავარიანი, თავისუფლების ინსტიტუტის მოთხოვნას: "დაე, ექსპერტებმა შეისწავლონ... მე მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილს ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს, რომელიც ჩვენ სათანადოდ არ გვაქვს შესწავლილი" - საქვეყნოდ განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა და თავისი სიტყვებით საბოლოოდ მოიგო ივანიშვილის მომხრეთა გული.

პ.ს. ვიდრე პოლიტიკოსები ერთმანეთთან "საქმეებს არჩევენ" და ერთმანეთს არგუმენტებით კი არა, მუშტით უპირისპირდებიან, ჩვენს ქვეყანაში ადამიანური ტრაგედიები კვლავაც გრძელდება: 24 იანვარს, ვარკეთილში, ერთ-ერთი კორპუსის ლიფტში, მიტოვებული ახალშობილი იპოვეს. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ჩვილი საავადმყოფოში გადაიყვანა. ჩვენმა საზოგადოებამ კი, კიდევ ერთი "უნამუსო და უპასუხისმგებლო" დედა დაგმო, რომელმაც შვილი სასიკვდილოდ გაიმეტა, თუმცა, არავინ დაინტერესებულა, რა უჭირდა, ან რა ულხინდა მას...

აღრაფერს ვიტყვი ბაღდათში დატრიალებულ ტრაგედიაზე, როდესაც ხანძარს 4 მცირეწლოვანი ემხვერპლა.

...და მაინც რატომ ხდება, რომ ჩვენი პოლიტიკოსები ერთმანეთთან ჩხუბით "ერთობიან", უმწეო, დაუცველი პატარები კი - ნორმალურ ცხოვრებას ნატრობენ?!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ალექს
07 თებერვალი 2020 12:32
სააახლში!
არჩევნებით!!!!
კახაბერ კახაბერისძე
06 თებერვალი 2020 16:54
საშველს რომ აღარ მაძლევს ხოლმე მამულზე ფიქრი,

ხანდახან

...გულში

ღიმილით ვიტყვი: -

რა ჩემი ჭკუის საქმეა ნეტა,

მამულო ჩემო, გილხინს თუ გიჭირს! -

რომელი მეფე ერეკლე მე ვარ!

ანდა რომელი მსაჯული მისი!

პასუხად მყისვე,ვითარცა სეტყვა,

ვინც კი და რაც კი არსებობს ირგვლივ, -

იხუვლებს ხოლმე, იხუვლებს ერთხმად -
ღ ა ლ ა ტ ი ა ო მ ა გ გ ვ ა რ ი ფ ი ქ რ ი !

მუხრან მაჭავარიანი
ოდა, როგორ მოვიქცეთ, სად რა როგორ გავუშვათ ეს უშნოდ აჟიტირებულ-ამამლაყინწებული პოლიტელიტა, თავის ქოც-ნაც-რესპ-ვიგინდარებიანად???

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?