"ივანიშვილის პრინციპი ასეთია: გამიჭირდება - შეგპირდები, პრობლემას გადავაგორებ - გადაგაგდებთ"
06-02-2020
"ივანიშვილის პრინციპი ასეთია: გამიჭირდება - შეგპირდები, პრობლემას გადავაგორებ - გადაგაგდებთ"
ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ გაუგებარია, რატომ ფიქრობს მმართველი გუნდი, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა მათთვის სასარგებლოა.

მისი განცხადებით, ყველას კარგად უნდა ესმოდეს - ხელისუფლებას პოლიტიკური გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომ არაფერი შეცვალოს.

"ვფიქრობ, რომ რადგან სამართლებრივ საკითხებზეა მსჯელობა ამ დასკვნაში და შენიშვნებია მოცემული, ეს ირიბად ადასტურებს იმას, რომ კონსტიტუციასთან კოლიზია არ უნდა იყოს. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს - ხელისუფლებას აქვს პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული, რომ არაფერი არ მიიღოს. გამომდინარე იქედან, რომ მათი ამოცანაა
ძალაუფლების ნებისმიერი გზით შენარჩუნება, ძალაუფლების შენარჩუნების ერთადერთ ინსტრუმენტად ისინი თვლიან მაჟორიტარების მეშვეობით არჩევნების ყიდვას, აქედან გამომდინარე, ისინი ახლა ლაპარაკობენ ანტიკონსტიტუციურობაზე, ეს არგუმენტი თუ გამოეცალათ, მერე დაიწყებენ იმაზე ლაპარაკს, რომ ქვეყანა დაინგრევა და ამაზე დოზირებულად უკვე საუბრობენ. ასე რომ წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისით, ამ რიტორიკულ ომებს საერთოდ
მნიშვნელობა არ აქვს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისი თქმით, "ბიძინა ივანიშვილის პრინციპი ახლა არის ასეთი: გამიჭირდება - შეგპირდები, პრობლემას გადავაგორებ - გადაგაგდებთ“.

"ასეთი მოცემულობა გვაქვს და საერთოდ, რაზე შეიძლება საუბარი, რა შეთანხმებებზე, რა ნდობაზე, რა გარანტიებზე? საერთოდ არაფერზე არ შეიძლება საუბარი, რადგან მისი ეს პრინციპი არის პოლიტიკის მიღმა და საერთოდ, მე ვფიქრობ, ღირსების მიღმა“, - აღნიშნა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება ოდირის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, "ქართული ოცნების“ წევრების მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს, ხუხაშვილი ამბობს, რომ მათ ყველაფერი უხარიათ. "გუშინ კობახიძე იძახდა, 60%-ს ავიღებთო... კობახიძე ვინ არის? კობახიძე არის ადამიანი, რომელიც ქართულ პოლიტიკურ კორიდაზე წითელი ნაჭრის როლს თამაშობს. მას შეუძლია, ნებისმიერ რამ თქვას. გუშინ იძახდა 60%, დღეს იძახის, რომ ეს დასკვნა თურმე სასარგებლოა, რატომ არის მათთვის სასარგებლო, აბსოლიტურად გაუგებარია. პოლიტიკური უტიფრობა ჰქვია ამას, მეტი არაფერი“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"
გია-ს
07 თებერვალი 2020 18:36
ეტყობა. თვითონ ესწრებოდი სიტუაციის დალაგებას პიქსელის შენობაში.აბა ჭორაობას როგორ იკადრებ...ისე მაგარი დაულაგებელი ხარ ხო იცი..
გია
06 თებერვალი 2020 15:05
ტრაგი კომედიაა:
ყოველდღე ეს ვითომ ექსპეტი რომ ღაღადებს!!!!

პიქსელის შენობის ოფისში როგორ ალაგებდი სიტუაციას, ეგ დაგავიწყდა?


რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?