"მაოხრებელი ივანიშვილი, ბრიყვი თალაკვაძე, ბოროტი წულუკიანი, ანაბრების ქურდი ჩხარტიშვილი, გათავხედებული მექრთამე კალაძე ანადგურებს ქვეყანას"
08-02-2020
"მაოხრებელი ივანიშვილი, ბრიყვი თალაკვაძე, ბოროტი წულუკიანი, ანაბრების ქურდი ჩხარტიშვილი, გათავხედებული მექრთამე კალაძე ანადგურებს ქვეყანას"
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოსახლეობას მიმართავს და აცხადებს, რომ გადაწყვიტა, აქტიურად ჩაერთოს "ივანიშვილის რეჟიმის მოსაშორებლად".

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "მაოხრებელი ივანიშვილი, ბრიყვი თალაკვაძე, ბოროტი წულუკიანი, ანაბრების ქურდი ჩხარტიშვილი, გათავხედებული მექრთამე კალაძე და უამრავი სხვა კიდევ არარაობა ანადგურებს ჩვენს ქვეყანას".

"მინდა გითხრათ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, ძალიან ბევრს ვფიქრობ ამაზე, თუ ვის ხელში გადავიდა ქვეყანა."ქართული ოცნებაო" და ამის მაგივრად მოგვაჩეჩეს გაჭირვება, დახოცილი ბავშვები, კაპიკებზე დღე და ღამე შრომა უცხოეთში, ბრძოლა გადარჩენისთვის.

ეს არ არის ის, რასაც იმსახურებს ქართველი ხალხი!

ეს ხალხი გვეუბნება, რომ უნდა დარჩეს კიდევ ჯერ 4, მერე კიდევ 4 და მერე კიდევ ალბათ კიდევ 10-16 წლით.

დავფიქრდეთ კიდევ ერთხელ, ვინ არის ეს ხალხი:

მაოხრებელი ივანიშვილი, ბრიყვი თალაკვაძე, ბოროტი წულუკიანი, ანაბრების ქურდი ჩხარტიშვილი, ბოლომდე გათავხედებული
მექრთამე კალაძე და უამრავი სხვა კიდევ არარაობა, რომელიც ანადგურებს ჩვენს ქვეყანას.

გავიდა უკვე 8 წელი და ეს ხალხი არსად არ აპირებს წასვლას და უფრო მეტიც, უნდათ რომ მიგვაჩვიონ ამ არანორმალურ გიჟურ მდგომარეობას!

ამიტომ, რა თქმა უნდა, მე გვერდზე ვერ გავდგები და გადავწყვიტე, უკვე ღიად, აქტიურად, ორგანიზაციულად, ჩავერთო ჩვენი ხალხის დასახმარებლად, ივანიშვილის რეჟიმის მოსაშორებლად და საქართველოს სწრაფი განვითარების გზაზე მყარად დასაბრუნებლად.

მე მინდა ვუთხრა ყველას, რომ მე რა თქმა უნდა, ვარ მომხრე ყველა ოპოზიციური ჯგუფის ერთიანობის, მე ვარ მომხრე ჩვენი ფართო ფრონტის შექმნის, მე ვარ მომხრე იმისა, რომ არც ერთი ძველი თანამდებობის პირი არ დაბრუნდეს თავის კაბინეტში და ბევრი ახალი ადამიანი, ღირსეული მოვიდეს პოლიტიკაში, განსაკუთრებით ახალგაზრდობა და ამაზე აქტიურად ვმუშაობ და ყველაფერ ამაში უშუალოდ მივიღებ ძალიან აქტიურ მონაწილეობას.

ამიტომ პირველი მარტიდან, "სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" ბაზაზე, მე ვხსნი ჩემს შტაბს, პირად შტაბს, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად და სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად, ახალ ხალხთან ერთად, რომელიც მოდის პარტიების გარეშე, შევქმნათ კიდევ მეტი საფუძველი და დავაჩქაროთ ივანიშვილის რეჟიმის დასასრული და საქართველოს გადარჩენა.

ძალიან ბევრი ადამიანი მიდგას მე გვერდით, ძალიან დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს ქართველ ხალხს და მაქვს მე და ყველა ჩემს რესურს, ყველა ჩემს კონტაქტს ადამიანურს, პოლიტიკურს ჩემს გამოცდილებას მოვახმარ იმას, რომ ეს უბედურება სწრაფად გადაილახოს.

წელს ისინი დასრულდებიან!

წელს საქართველო დაიწყებს დაჩოქილი მდგომარეობიდან ადგომას! წელს საქართველოში გათენდება და ქართველი ხალხი აუცილებლად გავა სამშვიდობოზე!დროის ათვლა დაწყებულია, ქართველი ხალხის და თითოეული ჩვენგანის გამარჯვებამდე!", - წერს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.


გიორგი
09 თებერვალი 2020 19:11
ჩემი შენ გითხარიო რომელი დანაშაული არ ჩაუდენია საკაშვილის რეჟიმს ესენი რომ ლაპარაკობენ სხვაზე მითუმეტეს ცუდს ასე მგონია საკუთარ სისხლიან წარსულს აჯამებენ მესმის ოცნების შეცვლა გინდოდეს მაგრამ ვარესი სასტიკი რეჟიმით ამიტომ არ მჯერავს მიშას მიტმასნინი უპრინციპო ვაიპოლიტიკანების რა გარანტია გვაქვს რომ ხვალ ისევ ბიძინასთან არ მიცუნცულდებიან ისე როგორც ეხლა მიშასთან მიცუნცულდნენ
ანონიმური
09 თებერვალი 2020 15:45
არავითარი მიშა. თუ კომენტარს აკეთებთ დაწერეთ 'ბატონი მიხეილი'. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამას იმსახურებს.
ომარი
09 თებერვალი 2020 01:44
თქვენ გვერდითავრ სულით და გულით

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?