"ჩემი მოსაზრებები დაახლოებულია აზრთან, რაც სააკაშვილმა გააჟღერა"
08-02-2020
"ჩემი მოსაზრებები დაახლოებულია აზრთან, რაც სააკაშვილმა გააჟღერა"
ყოფილი დეპუტატი გუბაზ სანიკიძე არ გამორიცხავს იმ შტაბში გაერთიანებას, რომლის შექმნასაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" ბაზაზე აპირებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თავად გუბაზ სანიკიძემ განუცხადა. მისი განმარტებით, ეს შტაბი იქნება დიდი პოლიტიკური ბანაკი, რომლის მიზანი არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება იქნება.

"მე რამდენადაც გავიგე ეს არის პოლიტიკური ბანაკის შექმნის სურვილი, სადაც გარდა პოლიტიკური პარტიებისა, იქნება საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ცალკეული პიროვნებები, ანუ დიდი პოლიტიკური ბანაკის შექმნასთან დაკავშირებით საუბრობს, ალბათ. ამ
ბანაკის მიზანი უნდა იყოს არჩევნებით ხელისუფლების ცვლილება. ჩემი დამოკიდებულება და ჩემი მოსაზრებები, სხვათა შორის, ძალიან დაახლოებულია ამ აზრთან, რაც მიხეილ სააკაშვილმა გააჟღერა, ჩვენ ამ თემაზე გვქონდა საუბარი, როდესაც მე მას კიევში შევხვდი, რაღაც მაგგვარზე გვქონდა საუბარი, რომ უნდა გაკეთდეს დიდი ზეპარტიული მოძრაობა
- პოლიტიკური ბანაკი", - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

როგორც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, პირველი მარტიდან პირად შტაბს ხსნის. "პირველი მარტიდან, "სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" ბაზაზე, მე ვხსნი ჩემს შტაბს, პირად შტაბს, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად და სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად, ახალ ხალხთან ერთად, რომელიც მოდის პარტიების გარეშე, შევქმნათ კიდევ მეტი საფუძველი და დავაჩქაროთ ივანიშვილის რეჟიმის დასასრული და საქართველოს გადარჩენა", - აცხადებს სააკაშვილი.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი
09 თებერვალი 2020 15:55
გუბაზა თქვენ ხომ ერთად მოქმედებთ
ნიკოლოზი
08 თებერვალი 2020 21:59
ეჰ,გუბაზა,გუბაზა!!! რაც გააკეთა ბიძინა გრიგოლიჩმა,ან ის როგორ შეძლო,როდესაც10 კაციდან 20 იყავით ყორღანაშვილ-შადიმან-სააკიანნი!!!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?