"ქალბატონი წულუკიანი ოდირის დასკვნას ისე კითხულობს, როგორც ივანიშვილს ეამება"
"ქალბატონი წულუკიანი ოდირის დასკვნას ისე კითხულობს, როგორც ივანიშვილს ეამება"
ფოტო:სერგი კაპანაძე
"ოპოზიციის ერთიანი მაჟორიტარი­ კანდიდ­ატი­ არის გეგმა B"

რატომ გაუგზავნა ე.წ. გერმანული მოდელი ოპოზიციამ ეუთო/ოდირის კომისიას, როცა ცნობილი იყო, რომ ეს ორგანო მსგავს საკითხებს არ განიხილავს? რას ელოდნენ და რას წაიკითხეს დოკუმენტში ისეთი, რასაც ხელისუფლებამ ვერ მიაკვლია? ამის შესახებ, "ევროპული საქართველოს" ლიდერი სერგი კაპანაძე­ გვესაუბრება.

- კანონის კონსტიტუციურობას ამოწმებს ვენეციის კომისია და მისთვის განსახილველი დოკუმენტის გაგზავნა შეუძლია მხოლოდ ხელისუფლებას. "ოცნებამ" ეს არ გააკეთა. ჩვენთვის ერთადერთი გამოსავალი­ იყო, მიგვემართა ეუთო/ოდირისთვის.

დიახ, ეუთო/ოდირის
ფუნქცია არ არის ამა თუ იმ კანონის კონსტიტუციურობის შემოწმება,­ მაგრამ თუ კანონი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, ამას აუცი­ლებლად გეუბნება და ასეთი­ იქ ერთი სიტყვაც არ წერია.

მეტიც, თუ კანონი არ შეესაბამება კონსტიტ­უციას, მაშინ ის საკო­ნსტიტუციო ცვლილ­ებით უნდა იყოს მიღებული. ოდირმა ჩვენს შემთხვევაში რა დაწერა? ჩვენ მიერ წარმოდგენილი
მოდელი­ შეიძლება მიღებული­ იყოს მხოლოდ ხმათა უმრავლესობით, ანუ არ სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილება.­ ეს ძალიან მარტივი წასაკითხია დოკუმენტში. უბრალოდ, ქალბატონი წულუკიანი ამას ისე კითხულობს, როგორც ივანიშვილს ეამება.

- ხელისუფლება ამბობს, რომ მათ შეასრ­ულეს როგორც ეუთო/ოდირის, ისე ამერ­იკელი­ კონგრესმენების მითითება და ნაბიჯიც გადადგეს ოპოზიციასთან კონსენსუსის მისაღწევად...
- ცრუპენტელები არიან. ხელისუფლება­ დაჰპირდა საზოგადოებას, რომ მიიღებდა პროპორციულ სისტემას და გადააგდო. ამის შემდეგ ოპოზიციამ ორჯერ შესთავაზა პროპორციული სისტემის მსგავსი მოდ­ელი. ერთი იყო ე.წ. გერმანული მოდელი, მეორე - გერმანული მოდელი პლუს მრავალმანდ­ატიანი ოლქები. ხელისუფლებამ უარი თქვა და როცა ლაპარაკია კომპრომისზე, უპირველესად იგულისხმება ხელისუფლება. მათ დაარღვიეს პირობა და ოპოზიციის შეთავაზებებზეც უარი თქვეს.

- ხელისუფლება ამბობს, რომ მათ შემოგთავაზეს პროპორციული მანდატების გაზრდა­ და მაჟორიტარების შემცირება.
- 100/50-ზე გულისხმობს,­ რომ თუ პარტია 30%-იან მხარდაჭერას მოიპოვებს, გახდება მმართველი პარტია. ყველამ ვკით­ხოთ საკუთარ თავს, გვინდა თუ არა ერთპი­როვნული მმართველი, 30%-იანი მხარდაჭერის მქონე პარტია, იქნება ეს "ოცნება", "ევროპული საქართველო" თუ "ლელო".

- განაცხადეთ, რომ არჩევნებზე ერთიან მაჟორიტარ კანდიდატებს წარადგენთ. წყვეტთ ბრძოლას პროპორციული სისტემისთვის?
- არა, ვაგრძელებთ, მაგრამ ოპოზიციის ერთიანი მაჟორიტარი­ კანდიდ­ატი­ არის გეგმა B-ს შემადგენელი ნაწილი. მერე ვნახავთ, რას მოიგებს ივანიშვილი. "ოცნება" ხან ამბობს, რომ 45%-იანი მხარდაჭერა აქვს, ხან - 50%-იანი და ხან - 60%-იანი. მათ 30%-ზე მეტი მხარდამჭერი არ ჰყავთ.
როცა მაჟორიტარულ ოლქში­ 30%-იან კანდიდატს ოპოზიციის გაერთ­იანებული კანდიდატი დაუპირისპირდება, ვნახავთ, ვინ მოიგებს. "ოცნება" განადგურდება, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ვინც მოიგებს, მერე ის ისარგებლებს უმრავლესობის უპირატესობით და წავალთ ისევ წრეზე.

- თალაკვაძისა და ზალკალიანის ვიზიტის შემდეგ თითქოს ამერიკელების ნეგატიური განწყობა შეიცვალა. თქვენ ახალს რას ელით?
- თალაკვაძისა და ზალკალიანის ამერ­იკელ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ გაკეთდა განცხადებები, რომ მათ აქვთ გარანტიები, ასევე ითქვა, რომ იქნება პროგრესი პრობლემების აღმოსაფხვრელად. ვნახოთ, გამოჩნდება, რა გარანტიებზეა ლაპარაკი.

ხათუნა ბახტურიძე
ალექს
25 თებერვალი 2020 19:37
პროპორციული სისტემა იმასაც გულისხმობს , რომ პარტია მართლა პარტიაა და არა რვა სადარბაზოიანი კორპუსის პირველი სადარბაზოს სამ კაციანი სადარბაზოს კლანი ,რომელიც გამოეყო იმ კორპუსის დიდ კლანს მეორე და მეშვიდე სადარბაზოების გამოკლებით ! ანუ კანონი რომელიც საარჩევნო სისტემის ხასიათს განსაზღვრავს ,პარტიის ცნებასაც უნდა საზღვრავდეს და პარტიის წევრისაც ,რებრენდინგი შსვლა გადასვლა გადმოსვლა საუზმე ვახშამ სამხარივით რომ გეცვლებათ დღეში სამჯერ, ორი საარჩევნო ციკლით დისკვალიფიკაციის საფუძველი უნდა იყოს !

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა