"სტრასბურგში ხელისუფლების შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მზადდება"
"სტრასბურგში ხელისუფლების შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მზადდება"
"თურმე ეს წერილები უკუღმა უნდა წაგვეკი­თხა, ანუ კრიტიკა კი არა, იქ დალოცვა და ქება-დიდება ყოფილა"

აშშ-ის შემდეგ საქართველოს ხელი­სუ­ფლებას ამჯერად სტრასბურგშიც გააკ­რიტიკებენ. დამოუკიდებელი დეპუტატის ზვიად კვაჭანტირაძის თქმით, ევროპაში ჩვენი ხელისუფლების საწინააღმდეგო რეზოლუცია მზადდება, რომელიც მიმდინარე კვირას გამოქვეყნდება. რა წერია რეზოლუციის ტექსტში და რას ფიქრობს კონგრესმენების კრიტიკაზე, საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ზვიად კვაჭანტირაძე გვესაუბრება:

- კონგრესმენმა კინზინგერმა თავისი წერილით გააბათილა ხელისუფლების განც­ხადება, თითქოს კრიტიკული წერილების გამოგზავნის წამქეზებელი ოპოზიციაა... სულ არ მომწონს,
კონგრესმენების წერილ­ებზე ამხელა ამბავი რომ ატყდა, მაგრამ არ შემიძლია არ დავეთანხმო მათ შეშფოთებას.

თალაკვაძის ვიზიტი კიდევ მეორე პრობლემაა იქიდან გამომდინარე, რა განც­ხა­დებებიც გაკეთდა - თურმე ეს წერილი უკუღმა უნდა წაგვეკი­თხა, ანუ კრიტიკა კი არა, იქ დალოცვა და ქება-დიდება ყოფილა. თალაკვაძის ვიზიტი წმინდა დიპლომატიური აქტია, ისეთი,
როგორიც წესისამებრ იმართება, როცა ერთი ქვეყნის ოფიციალური პირი მეორეს სტუმრობს.

- დაგვიანებული ხომ არ არის "ოცნების"­ ეს ვიზიტი?
- არა მგონია, ჩვენი პარტ­ნიო­რების­ "დაკერვა" მოახერხონ. ეს არის კონკრეტული­ ვიზიტი,­ რომლის მიზანია, დაარწმუნონ ამერიკელი პარტნიორები, რომ "ოცნ­ების" საარჩევნო პოლიტიკა სწორია, ამაში ხალ­ხის­ "გადაგდებასაც" ვგულისხმ­ობ.­ თალაკვაძე­ ამის "გასაპრავებლადაა" ამერიკაში­ ჩასული და ამისთვის სახელმწიფო რესურსს იყენებენ.

- ანუ "ქართული ოცნება" ამერიკაში წინასაარჩევნო კამპანიას ატარებს?
- რა თქმა უნდა, ეს ვიზიტი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია.

- უმრავლესობაში ყოფნისას საგარეო საკითხებზე მუშაობდით... რას იტყვით,­ აგრძელებს ხელისუფლება არჩეულ კურსს?
- მაგალითად, მომავალ კვირას სტრასბურგში მნიშვნელოვანი ღონისძიებაა დაგეგმილი - ასოცირების კომიტეტის სხდ­ომა, სადაც განიხილავენ ასოცირების ხელშეკრულების შემდგომ განვლილ ჩვენს საქმიანობას, მოგვცემენ რეკომენდაციებს და მიიღებენ რეზოლუციას. რა თქმა უნდა, კრიტიკა იქნება. რეზოლუციის მონახაზში ეს უკვე ნათქვამია, დიდი ალბათობით მასში­ შესწორებები შევა და კრიტიკაც უფრო მწვავე იქნება, თანაც მზარდი და არავის ჰქონდეს ილუზია, რომ მისი დონე დაიწევს. ეს ნამდვილად არ მსიამოვნებს, რადგან­ ვიცი, რას ნიშნავს ქვეყნის საწინააღმდეგო­ რეზოლუციების მიღება. ის, რომ ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო რუკაზე აქტუალურობას კარგავს, უკვე ცხადია. სტატუსი,­ რომელიც მოგვენიჭა, ანუ ნახევრად დემოკრატიული ქვეყანა, ძალიან ცუდია.

- როგორ ფიქრობთ, რეზოლუციაში რა მიმართულებები იქნება გაკრიტიკებული?
- უპირველესად მედიის თავისუფლების­ ხარისხი, მოხსენიებული იქნება პოლიტპატიმრების საკითხი და წინასაარჩევნო კამპანიაში ხელისუფლების დამოკიდებულება ოპოზიციის მიმართ. კრიტიკული მოსაზრებები უკვე გამოთქმულია და, სავარაუდოდ, ახალსაც შეიტანენ. ასე რომ, უფრო მწვავე კრიტიკას უნდა ველოდოთ.

- ემუქრება თუ არა საფრთხე საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ ურთიერთობას?
- არა მგონია, საქმე აქამდე მივიდეს, რადგან ლაპარაკია ქვეყნებს შორის ურთი­ერთობაზე და არა ხელისუფლებებს შორის. მჯერა, ამერიკელი პარტნიორები ძალისხმ­ევას არ დაიშურებენ, რომ "ოცნება" დაარწმუნონ საარჩევნო სისტემაში ძირეული ცვლილებების საჭიროებაში.

- ხელისუფლება წავა დათმობაზე?
- ხელისუფლება მოლაპარაკებას მაქსიმალურად აჭიანურებს. ფიქრობენ, თუ ოპოზიცია მათ წინადადებას არ დათანხმდება, კვლავ სიხისტეს გამოიჩენენ, რაც ნიშნავს, რომ მოლაპარაკების გაგრძელებით დაინტერესებული არ არიან. ჩემი აზრით, მოლაპარაკების ფორმატიც არასწორად არის შერჩეული. ამიტომ, თუ ჩაიშლება, პასუხისმგებლობა ოპოზიციასაც დაეკისრება. თუკი ვერ მოხე­რხდა დიალოგის გაგრძელება, ოპოზიცია თავადაც აღმოჩნდება კრიტიკულ ვითარებაში. საპროტესტო მუხტი ქვეყანაში არის, მაგრამ მისი შეკვრა აქტიურმა ოპოზიციამ ვერ შეძლო. ამას მოსახლეობაც ხვდება...
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები