"შეიძლება მართლაც შექმნას ახალი პარტია " - სააკაშვილი ემიჯნება "ნაციონალურ მოძრაობას"? - კვირის პალიტრა

"შეიძლება მართლაც შექმნას ახალი პარტია " - სააკაშვილი ემიჯნება "ნაციონალურ მოძრაობას"?

მალე საკითხავი შეიძლება გახდეს, რა ფორმით მივა "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებამდე? ვგულისხმობ, მიხეილ სააკაშვილის მორიგ ინიციატივას. "1-ლი მარტიდან "სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" ბაზაზე ვხსნი ჩემს შტაბს, პირად შტაბს, რათა "ნაციონალურ მოძრაობასა" და სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად, ახალ ხალხთან ერთად, რომელიც მოდის პარტიების გარეშე, შევქმნათ კიდევ მეტი საფუძველი და დავაჩქაროთ ივანიშვილის რეჟიმის დასასრული და საქართველოს გადარჩენა", - განაცხადა ექსპრეზიდენტმა. გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ამ საკითხზე ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ ისაუბრა. გთავაზობთ ამოარიდს ინტერვიუდან:

- რა გითხრათ, ცოტა ძნელი შესაფასებელ-გასაანალიზებელია, რადგან თვითონ სააკაშვილიც არ ექვემდებარება ანალიზს. რას ნიშნავს პირადი შტაბი? ანუ სააკაშვილი ცდილობს, რომ ცალკე აწარმოოს საარჩევნო კამპანია? ემიჯნება "ნაციონალურ მოძრაობას"? ან ეს ახალი სახეები საიდან მოჰყავს?!

სააკაშვილი მეტად პარადოქსული ფიგურაა, მას ჰყავს მხარდამჭერები და ფაქტია, "ნაციონალური მოძრაობისთვის" ხმები ნამდვილად მოაქვს, მაგრამ, იმავდროულად, ის არათუ ვერ აერთიანებს ოპოზიციურ ელექტორატს, აქუცმაცებს მას.

სააკაშვილს ბევრი რამის თქმა შეუძლია. ამის არაერთი მაგალითი გვახსოვს. შესაძლოა ეს ინიციატივაც ასევე წამოისროლა... თუმცა შესაძლოა ასეც არ არის... ისე, სააკაშვილს "ოცნებისგან" პრემია ეკუთვნის, რადგან ასეთი განცხადებით ოპოზიციის რიგებში დაბნეულობა შეიტანა და მეორე მხრივ, მმართველ პარტიას მისცა საშუალება კვლავ ის აქციოს მთავარ საფრთხობელად.

ერთ ვერსიად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მან მართლაც შექმნას ახალი პარტია და გაეცალოს "ნაციონალურ მოძრაობას". ეს მნიშვნელოვანი იქნება რამდენიმე მიმართულებით: ახალშექმნილ პარტიას არ ექნება 3%-იანი ბარიერის დაძლევის პრობლემა; ოპოზიციას, რომელსაც ჩამოშორდება სააკაშვილის აჩრდილი, რასაც აქამდე კარგად იყენებდა "ქართული ოცნება", უფრო მსხვილი და ძლიერი გაერთიანების შექმნის საშუალება მიეცემა. მოიშორებენ სააკაშვილის ნეგატიურ ტვირთს - ანუ საფრთხობელა სააკაშვილი იქნება ცალკე, დანარჩენი ოპოზიცია კი - ცალკე.

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში, ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად.