"მართალია, მიღწეულია პროგრესი, მაგრამ ცხადია, რომ მომავალში ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის დარჩება გადაუჭრელი განსხვავებები" - კვირის პალიტრა

"მართალია, მიღწეულია პროგრესი, მაგრამ ცხადია, რომ მომავალში ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის დარჩება გადაუჭრელი განსხვავებები"

აუცილებელია, რომ საქართველოში ყველა დაინტერესებული, მონაწილე მხარე წავიდეს კომპრომისზე, რათა მიღწეული იყოს მათი მიზანი დემოკრატიასა და თავისუფლებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ კონგრესმენი ადამ კინზინგერი "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრას ეხმაურება, რომელიც აშშ-ში არჩილ თალაკვაძის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

"შეხვედრის შემდეგ მე მქონდა შეხვედრა საქართველოს პოლიტიკური კრიზისის მონაწილე სხვადასხვა მხარესთან. მართალია, მიღწეულია პროგრესი, მაგრამ ჩემთვის ცხადია, რომ მომავალში ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის დარჩება გადაუჭრელი განსხვავებები/უთნხმოება. დემოკრატია იოლი არ გახლავთ; მართალია, პროტესტი ნორმალური მოვლენაა თავისუფალ ქვეყანაში, მაგრამ აუცილებელია, რომ იგი მშვიდობიანი იყოს. გარდა ამისა, მოქალაქეები დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ მათი მართლმსაჯულების სისტემა სამართლიანია ყველასთვის, დამოუკიდებელი და თავისუფალი პოლიტიკური მიკერძოებისგან. აუცილებელია, რომ საქართველოში ყველა დაინტერესებული/მონაწილე მხარე წავიდეს კომპრომისზე, რათა მიღწეული იყოს მათი მიზანი დემოკრატიასა და თავისუფლებასთან დაკავშირებით. როგორც საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, მე ერთგულად ვემსახურები აშშ-საქართველოს მტკიცე და ურყევი მეგობრობის საქმეს", - წერს ადამ კინზინგერი "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.

"ინტერპრესნიუსი"