"მერაბიშვილი არც გაქცეულა! არც სახურავებზე ურბენია! არც ბოდიშის წერილები უწერია" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე - კვირის პალიტრა

"მერაბიშვილი არც გაქცეულა! არც სახურავებზე ურბენია! არც ბოდიშის წერილები უწერია" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე

"მშვენივრად ვხედავ იმ შეცდომებსაც, რაც დაუშვა ვანომ (მერაბიშვილმა). ვხედავ იმ გადაცდომებსაც, რაც დაუშვეს მაშინ ამ სისტემებში და მინდა ვთქვა, რომ არა ეს გადაცდომები, შედარებით გაუძნელდებოდა ივანიშვილს, ჩაეგდო ჩვენი ქვეყანა ხელში, ყველას კუთვნილი ქვეყანა ექცია პირად ლუკმად", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "მთავართან" ინტერვიუში. მისი თქმით, ვანო მერაბიშვილის ადგილზე ციხიდან გამოსვლის შემდეგ ოჯახს დაუბრუნდებოდა, იმოგზაურებდა და რაიმე გადაწყვეტილებას მხოლოდ რაღაც დროის გასვლის შემდეგ მიიღებდა. "ვანო მერაბიშვილი რომ ჩასვეს, ასეთი "აიფონი" არ არსებობდა, მსოფლიო იყო სხვა, მის ადგილზე, დავუბრუნდებოდი ოჯახს", - განაცხადა სააკაშვილმა.

"ამაზე კაშკაშა უღირსობა რთულად წარმომიდგენია.

ვინც ამას ლიდერს უწოდებს - საკუთარ თავს შეურაცხყოფს, პირველ რიგში.

მარტოსულ საკანში 7 წელია ზის ის კაცი, ვიზეც საუბრობს. (იმის მიუხედავად, ვინ რას ფიქრობს მასზე).

არც გაქცეულა! არც სახურავებზე ურბენია! არც ბოდიშის წერილები უწერია, როგორც მიშამ პოროშენკოს წერა.

წავიდა და ჩაჯდა.

ახლა ეს დასძახის - აიფონები გამოვიდა, ჩამორჩიო". - ასე შეაფასა თამარ ჩერგოლეიშვილმა ექსპრეზიდენტის განცხადებები სოციალურ ქსელში. მოგვიანებით კი "ფეისბუკის" პირად გევრდზე დაწერა:

"ტერორისტებთან მოლაპარაკებებში არ შედიან. მიშა ოპოზიციას მანამდე დააშანტაჟებს მისი მომხრეებით, სანამ ოპოზიციას შანტაჟი შეაშინებს. როცა ნახავს, რომ არ მუშაობს და სუსტ რგოლებს ვერ პოულობს დასაშანტაჟებლად, მოჯდება.

ეს არის მასთან ურთიერთობის ერთადერთი სწორი გზა და ვინც ამას ვერ ხვდება, ან მიხვდება, ან ისედაც "აფეთქდება".

იხილეთ ასევე: "შეიძლება მართლაც შექმნას ახალი პარტია " - სააკაშვილი ემიჯნება "ნაციონალურ მოძრაობას"?