რა წერია საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ წერილში, რომელიც მათ დავით ზალკალიანს გამოუგზავნეს
რა წერია საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ წერილში, რომელიც მათ დავით ზალკალიანს გამოუგზავნეს
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან და საფრანგეთთან საქართველოს აქვს ბრწყინვალე ურთიერთობები, ორივე ქვეყანა არის საქართველოს აქტიური მხარდამჭერი და კოლეგა მინისტრებთან მიმდინარეობს მჭიდრო კოორდინაცია ყველა საკითხზე, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ წერილთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მინისტრის თქმით, წერილი არის მხარდამჭერი ბევრი მიმართულებით და მასში არ არის საუბარი თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას საკითხზე.

"ძალიან ვაფასებ ორივე მინისტრთან ჩვენს ძალიან კარგ, მჭიდრო
და ნაყოფიერ ურთიერთობებს. ამის დასტურია ჩემი ბოლო შეხვედრები მათთან. ჩვენ სწორედ მათი იმედი გვაქვს იმ გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი. ჩემს შეხვედრებზე სწორედ ამ საკითხებზე იყი საუბარი და მათი მხრიდან მე მაქვს პოზიტიური გამოხმაურება." - განაცხადა ზალკალიანმა.

ამასთან, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა
მინისტრების მიერ გამოგზავნილ ერთობლივ წერილზე საუბრისას, დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ეს არის ძალიან კარგი და მხარდამჭერი წერილი, რომელშიც დადასტურებულია "საქართველოს მხარდაჭერა ყველა მიმართულებით, მათ შორის, ევროინტეგრაციის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე დემოკრატიის კონსოლიდაციის კუთხით, რა პროცესებიც ქვეყანაში მიმდინარეობს." მინისტრის თქმით, წერილში არ არის საუბარი გიგი უგულავას საკითზე.

რაც შეეხება წერილის გასაჯაროებას, მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არის ფრანგული და გერმანული მხარის პრეროგატივა და წერილი უნდა გამოქვეყნდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ისინი მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას.

აღნიშნულ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები