"ოკუპირებულ ორჭოსანთან, უკანონოდ დისლოცირებული საოკუპაციო ძალების ბაზის მიმდებარედ, რამდენჯერმე განხორციელდა მანათობელი მაშხალის გასროლა"
"ოკუპირებულ ორჭოსანთან, უკანონოდ დისლოცირებული საოკუპაციო ძალების ბაზის მიმდებარედ, რამდენჯერმე განხორციელდა მანათობელი მაშხალის გასროლა"
ოკუპირებულ სოფელ ორჭოსანთან, უკანონოდ დისლოცირებული საოკუპაციო ძალების ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენჯერმე განხორციელდა მანათობელი მაშხალის გასროლა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, მსგავსი უკანონო აქტივობები პროვოკაციულია და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

"14 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე, ოკუპირებულ სოფელ ორჭოსანთან, უკანონოდ დისლოცირებული საოკუპაციო ძალების ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენჯერმე განხორციელდა მანათობელი (სასიგნალო) მაშხალის გასროლა. აღნიშნული ფაქტი ჩანდა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, რაც დაფიქსირებულ იქნა პოლიციის
საპატრულო ჯგუფის მიერ. მსგავსი უკანონო აქტივობები პროვოკაციულია და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სუს-ის მიერ გააქტიურებულ იქნა ცხელი ხაზი. ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია", - აცხადებენ სუს-ში.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?