სპეცდანიშნულების დელეგაცია?! - "პუტინმა შესაძლოა, საგანგებოდ გამოუშვას თბილისში ლავროვი და რუსებმა თვითონ შეუწყონ ხელი პროვოკაციებს" - კვირის პალიტრა

სპეცდანიშნულების დელეგაცია?! - "პუტინმა შესაძლოა, საგანგებოდ გამოუშვას თბილისში ლავროვი და რუსებმა თვითონ შეუწყონ ხელი პროვოკაციებს"

"ევროსაბჭოს მინისტრების კომიტეტის სხდომაზე, რომელიც თბილისში 14-15 მაისს ჩატარდება, საქართველოს ხელისუფლებისგან შესაძლებელია პროვოკაციები", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთო-ევროპული თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკოლაი კობრინეცმა. როგორც ცნობილია, რუსულ დელეგაციასთან ერთად შესაძლოა ჩვენს ქვეყანაში ჩამოვიდეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. ექსპერტების აზრით, მაისი, შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი აღმოჩნდეს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. რუსული დელეგაციის ვიზიტის შესაძლო შედეგებზე გაზეთ "კვირის პალიტრას" პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს იტერვიუდან:

- რუსეთის დელეგაციის ჩამოსვლა სულაც არ არის პრობლემა, ვინაიდან წელს საქართველო არის ქვეყანა, სადაც ევროსაბჭოს მინისტერიალი უნდა ჩატარდეს. მე სხვა რამ მაფიქრებს - საეჭვოდ მეჩვენება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან პროვოკაციას ელოდება. მოსკოვი წინასწარ სინჯავს ნიადაგს და რისთვის, ეს არის დასადგენი. რას გულისხმობენ პროვოკაციაში? პუტინმა შესაძლოა, საგანგებოდ გამოუშვას მაისში თბილისში ლავროვი და რუსებმა თვითონ შეუწყონ ხელი პროვოკაციებს, რათა ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტონ "ქართული საკითხი"... თუ ჰგონიათ, ვინმე გაშლილი ხელებით დახვდება, ძალიან ცდებიან. სხვადასხვა პერფორმანსის სახით პროტესტს მთელი მინისტერიალის განმავლობაში პერმანენტული სახე უნდა ჰქონდეს, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაიზარდოს ძალადობასა და შეურაცხყოფაში.

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად