"დღევანდელ ბიძინა ივანიშვილს, ფაქტობრივად, ვერ ვცნობ" - რას ამბობს გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილზე?
"დღევანდელ ბიძინა ივანიშვილს, ფაქტობრივად, ვერ ვცნობ" -  რას ამბობს გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილზე?
გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ექსპერტმა გია ხუხაშვილმა კითხვაზე: თქვენ მეტ-ნაკლებად იცნობთ ბიძინა ივანიშვილს. რას ფიქრობთ, მართლაც დაადგება ძალაუფლების უზურპაციის გზას? - ასე უპასუხა:

- თავის დროზე გარკვეულ მედია­წრეებში "ბიძინოლოგს" მეძახდნენ, მაგრამ ახლა შემიძლია გითხრათ, რომ დღევანდელ ბიძინა ივანიშვილს, რომელთანაც მართლაც ახლოს ვიყავი და საქართველოში მისი ოჯახის წევრების შემდეგ, ალბათ, მასთან ერთად ყველაზე მეტი დრო მაქვს გატარებული, ფაქტობრივად, ვერ ვცნობ. მე რომ იმ ადამიანზე ვლაპარაკობდე, რომელსაც სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ
ვიცნობდი, გეტყოდით, ამაზე წამსვლელი არ არის-მეთქი.
ხშირად ვერც ვხსნი მის საქციელს. მეჩვენება, რომ ძალიან გაბოროტებული, აფექტის მდგომარეობაშია და შესაბამისად, მიჭირს კატეგორიულად თქმა, რაზეა წამსვლელი. უფრო მეტიც, მეჩვენება, რომ ძალაუფლების შენარჩუნების გარდა, სხვა გამოსავალს ვეღარც ხედავს. რატომღაც ფიქრობს, რომ საკუთარი კეთილდღეობის დასაცავად ძალაუფლება სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. მე, მაგალითად,
ვხედავ კარს მისი ღირსეული გასვლისთვის არჩევნებამდე.
არჩევნებამდე-მეთქი იმიტომ ვამბობ, ის მძიმე მექანიზმები, რამაც შეიძლება მას საფრთხე შეუქმნას, შესაძლებელია ამუშავდეს მხოლოდ არჩევნების შემდგომ. მანამდე კიდევ აქვს დრო იმისთვის, რომ რაღაც შეცვალოს, ხელისუფლების შენარჩუნების შანსიც დაიტოვოს და, თუ ხელისუფლებიდან წასვლამ მოუწია, ღირსეულად და უსაფრთხოდ წავიდეს. ის ჯიუტად ეპოტინება რაღაცას, არადა, პოლიტიკურ ბუნკერშია, გაწყვეტილი აქვს გარე სამყაროსთან კავშირი, ცხოვრობს შიშებით, ბრაზით და მისი ყველა გადაწყვეტილება და ქმედება მთელ სამყაროზე გაბრაზებული ადამიანის ქმედებებს ჰგავს.
უგულავაზე შურისძიება სხვაზე არაფერზე მეტყველებს. ასეთი უხარისხო, პროვინციული სცენარებით მოქმედი ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის წარმოუდგენელია. მას რომ ასე ემოქმედა მაშინ, როდესაც ხელისუფლებისკენ მივდიოდით, ასეთი შეცდომები დაეშვა, 2012 წელს არჩევნებს ვერ მოვიგებდით. იმჟამად ბიძინა ივანიშვილის ინტელექტუალური და ყველანაირი წვლილი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, სულ სხვანაირად აზროვნებდა. დღეს ყოველ ნაბიჯზე შეცდომას უშვებს. ერთადერთი, რაც შველის, ის არის, რომ ოპოზიცია სუსტია და მთელი რესურსები მის ხელშია. სხვა აქტივი აღარ დარჩა, ინტელექტსა და პოლიტიკურ კვალიფიკაციაზე ლაპარაკი აღარ არის. ამიტომაც შეიძლება წავიდეს კიდეც უზურპაციაზე. ერთი რამის თქმა შემიძლია კიდევ - თუ ამაზე წავა, ეს მხოლოდ დააჩქარებს მის ფიასკოს, თანაც ძალიან მძიმე ფორმით.




ნოდარას!
18 თებერვალი 2020 10:52
მელასავით ცბიერია, სატუსაღო პიჟამაში, რომ არის. ცბიერება არ არის ინტელექტუალობა. ინტელექტზე წარმოდგენა არა გაქვს.
თამაზი
17 თებერვალი 2020 23:21
ბიძინამ გაგშიფრა , მეორედ აღერ შეცდება.
თამაზი
17 თებერვალი 2020 16:07
თავს

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?