"ვუბრუნდები აქტიურ პოლიტიკას" - რას წერს გიორგი მარგველაშვილი სოციალურ ქსელში - კვირის პალიტრა

"ვუბრუნდები აქტიურ პოლიტიკას" - რას წერს გიორგი მარგველაშვილი სოციალურ ქსელში

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ აქტიურ პოლიტიკას უბრუნდება. ამის შესახებ მარგველაშვილი "ტვიტერზე" წერს.

"ავტორიტარიზმის არჩევით, "ქართულმა ოცნებამ" წითელი ხაზები გადაკვეთა. არ არის დემოკრატია - არ იქნება ეროვნული ერთობა და დასავლური კურსი. ვერ ვუყურებ, ეს როგორ მოხდება. ვუბრუნდები აქტიურ პოლიტიკას. ვემსახურები ჩვენი დასავლური არჩევანის მისიას, ჩემს მეგობრებთან და ქართველ ხალხთან ერთად", - წერს მარგველაშვილი.

"ინტერპესნიუსი"