"ნათქვამია: მხოლოდ აღზრდა ადამიანს რას უშველის, თუ ბუნებამც არ უშველა" - რას ამბობს შოთაძე პარლამენტში მომხდარ ინციდენტზე
"ნათქვამია: მხოლოდ აღზრდა ადამიანს რას უშველის, თუ ბუნებამც არ უშველა" - რას ამბობს შოთაძე პარლამენტში მომხდარ ინციდენტზე
გენერალური პროკურორობის კანდიდატის ირაკლი შოთაძის განცხადებით, ის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დაწყებისას მომხდარი ინციდენტის გამო თავს შეურაცხყოფილად არ გრძნობს.

"არ შემიძლია არ გამოვეხმაურო დასაწყისში მომხდარ ინციდენტს. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი. სამწუხაროა ის გარემოება, რომ ამ ყველაფრის მომწყობებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვები დაესვათ, მოესმინათ ხედვები პროკურატურის განვითარების შესახებ და შემდგომ გამოეხატათ თავისი კრიტიკული პოზიცია. მაგრამ, რეალობა ისაა, რომ ამ ხალხს ეს არ აინტერესებს. თუ ისინი ფიქრობენ, რომ ამ ყველაფრით მე დავრჩი შეურაცხყოფილი ძალიან
მწარედ ცდებიან. უპირველეს ყოვლისა, მსგავსი ქმედებებით შეურაცხყოფილები მსგავსი ქმედებების ჩამდენი ადამიანები რჩებიან. ეს არის ძალიან ადამიანური რეალობა. ნათქვამია - მხოლოდ აღზრდა ადამიანს რას უშველის, თუ ბუნებამც არ უშველა" . ჩემი პოზიცია მომხდართან დაკავშირებით სწორედ ესაა", - აღნიშნა შოთაძემ თავისი ხედვის წარდგენამდე.

შეგახსენებთ, რომ იურიდიულ საკითხთა
კომიტეტის სხდომაზე, სადაც გენერალური პროკურორობის კანდიდატის ირაკლი შოთაძის მოსმენა უნდა დაწყებულიყო, "ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია და "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა მივიდნენ. ელენე ხოშტარიას და თინა ბოკუჩავას ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღაბი ეკეთათ. ისინი ირაკლი შოთაძესთან მივიდნენ, რასაც კომიტეტის სხდომაზე ხმაური მოჰყვა. მათ კომიტეტი უკვე დატოვეს.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?