"ალი-ბაბას" და 40 დაქალის "პარიზული არდადეგები" და ბენზინის ხარჯი მეგრულად, ანუ როდემდე უნდა ვაკაკუნოთ?!
"ალი-ბაბას" და 40 დაქალის "პარიზული არდადეგები" და ბენზინის ხარჯი მეგრულად, ანუ როდემდე უნდა ვაკაკუნოთ?!
ფოტო:ბათუმის მერი ლაშა კომახიძე
ხათუნა ჩიგოგიძის ბლოგი

გასული კვირის ყველაზე ხმაურიანი ამბავი გიგი უგულავას დაპატიმრება იყო. მთელი საზოგადოება ბჭობდა მართლა "იგულავა" უგულავამ და მართლა შეჭამა "მილიონ ს ჩემ ტო", თუ ეს ცილისწამება და სიცრუეა?...

მომდევნო დღეებში ყურადღების ცენტრში ჩვენი რეგიონები მოექცა: დასავლეთ საქართველოში მოთოვა და ყველა ქართველისთვის საყვარელ ქალაქებში - ბათუმსა და ქუთაისში უცნაური ამბები დატრიალდა: თოვლის მოსვლისთანავე, ქუთაისში ბუნებრივი აირი და წყალი გაითიშა, რაც თურმე, გაზსადენზე მომხდარმა აფეთქებამ გამოიწვია. "90-იანებში დაბრუნება" ყველაზე რომანტიკულმა
ხალხმაც კი გააპროტესტა: "ქუთაისში თოვს. არც გაზია და არც - წყალი. ახლა მივდივართ აჯამეთის ტყეში ფიჩხის გამოსატანად. შევარდნაძე, გადადექი!" - წერდა "ფეისბუკში" პოეტი გენრი დოლიძე. "ბიძინა არ მოგაკლოთ ღმერთმა!" - ნიშნის მოგებით "ლოცავდნენ" ქუთათურებს "ქართული ოცნების" მოწინააღმდეგეები.

"ალი-ბაბას" და 40 დაქალის "პარიზული არდადეგები" და ბენზინის
ხარჯი ზუგდიდურად


არანაკლებ საინტერესო ამბები დატრიალდა ბათუმში: "კარგია ხალხის ფულით პარიზული არდადეგები? აქაც მოგართმევდით კრუასანებს" - ამ შინაარსის ბანერებით, მოძრაობა "ალტერნატივას" წევრები ბათუმის მერიასთან მივიდნენ და ქალაქის მერს, ლაშა კომახიძეს, თეფშით კუარასანები მიუტანეს. ალბათ იკითხავთ, რატომო? - აქციის მონაწილეების თქმით, ბათუმის მერი თავის 40 დაქალთან ერთად პარიზში კრუასანების საჭმელად წავიდა, თანაც, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე: "თითქოსდა, რაღაც ღონისძიებაზე წავიდნენ, რეალურად კი, კრუასანების საჭმელად გაემგზავრნენ. შეეძლოთ არ წასულიყვნენ და ქალაქისთვის მიეხედათ: 10 სანტიმეტრი თოვლი მოვიდა და ბათუმში გზები კვლავ გასაწმენდია" - აცხადებდნენ ისინი. ოფიციალური ვერსიით კი, ბათუმის მერი პარიზში ქართველი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენაზე გაემგზავრა, სადაც ბათუმელი მხატვრების ნამუშევრებიც იყო გამოფენილი. პარიზში აჭარის დელეგაცია პოეტებთან და მხატვრებთან ერთად იყო ჩასული. როგორ აღმოჩნდა ამ დელეგაციაში მერის 40 დაქალი, ან როგორ ახერხებს ის ამდენ ქალბატონთან მეგობრობას? - საკითხავი აი, ეს არის...

ცხადია, ქუთაისს და ბათუმს არც კოპწია, ლამაზი ზუგდიდი ჩამორჩება: სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ზუგდიდელი ჩინოვნიკები დღეში იმაზე მეტ საწვავს ხარჯავენ, ვიდრე მათი მანქანის ავზში ეტევა. ანგარიშში შავით თეთრზე წერია, რომ "ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 2017-2018 წლებში მსუბუქ ავტომობილებზე 351,6 ტონა საწვავი დახარჯა, აქედან 54 პროცენტი საჯარო მოხელეების პირად მანქანებზეა დახარჯული. გარდა ამისა, აუდიტის სამსახური აღნიშნავს, რომ ზოგიერთ მანქანაში ერთი დღის განმავლობაში ჩასხმული ბენზინის ჯამური მოცულობა ავზის მოცულობას აღემატება."

როდემდე უნდა ვაკაკუნოთ?!


"არ ვიცი, კიდევ როგორ დავაკაკუნოთ? ყველა ჩვენმა პარტნიორმა სახელმწიფომ ერთხმად განაცხადა, რომ საქართველო უკვე მოქმედებს, როგორც ალიანსის წევრი ქვეყანა?!" - შესჩივლა მიუნხენში მყოფმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, ჟურნალისტებს...
ამ სიტყვების გაგონებისას, ერთი აზრი ამეკვიატა: იქნებ, საქართველო ჯერ მართლა არ არის დასავლური ცივილიზაციის ნაწილი? იქნებ, ევროპის კარზე მანამ უნდა ვაკაკუნოთ, სანამ ჩვენი ჩინოვნიკები ბელგიელი თუ ნორვეგიელი ჩინოვნიკების მსგავსად, საკუთარი ქვეყნის სიყვარულს და "ქამრების შემოჭერას" არ ისწავლიან?!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
ქართველი
18 თებერვალი 2020 11:34
როდის უნდა დააგდეს ჩინოვნიკების ამ აღვირახსნილობას საშველი?
გიორგი. გთხოვთ არ დამბლოკოთ.
18 თებერვალი 2020 11:01
ბელგიისა და ნორვეგიის ჩინოვნიკებს თუ კიდევ სჭირდებათ, წელზე ქამრის შემოჭერა, მაშინ ქართველ ჩინოვნიკებს, ალბათ სჭირდებათ, ყელზე ქამრის შემოჭერა.
მედეა
18 თებერვალი 2020 09:57
ბელგიელ და ნორვეგიელ მოსამართლეებსაც ექნებათ სახელმწიფო ჩინოსნებისგან ფულის გაფლანგვის საქმეები განხილული. არსად არის ს ა მ ო თ ხ ე ! ეს სტატია ფრიად მტკივნეულ თემას ეხება, მაგრამ ვ ა რ ა უ დ ე ბ ი ს დონეზეა. ცილისწამებაზე რომ პასუხისმგებლობა იყოს კანონით დაკისრებული--მაშინ ს ა ნ დ ო დ მივიჩნევდი აქ გამოთქმულ "გულაობის" ამბავს. უგულავა 2008 წლის კატასტროფაში აქტიურად მონაწილეობისთვისაც უნდა იხდიდეს სასჯელს ჩემი აზრით. ისე მომხიბლავი ბიჭი კია, მაგრამ "კანონი კანონია" არაუშავს 3 წელიც მალე გავა, ღმერთმა კარგად უმყოფოს მისი თავი მის დ ე დ ა ს და ყველა დედა დალოცოს ღმერთმა თავისი ნაშიერის კარგად ყოფნობით! ციხეში ჯდობა ჯობია---მ ი წ ა შ ი წოლას!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?