"თითოეულ გადაწყვეტილებას ვიღებ დამოუკდიებლად, ვარ ზრდასრული ადამიანი" - რას აცხადებს გენერალური პროკურორობის კანდიდატი - კვირის პალიტრა

"თითოეულ გადაწყვეტილებას ვიღებ დამოუკდიებლად, ვარ ზრდასრული ადამიანი" - რას აცხადებს გენერალური პროკურორობის კანდიდატი

თითოეულ გადაწყვეტილებას ვიღებ დამოუკდიებლად, ვარ ზრდასრული ადამიანი და ყველა გადაწყვეტილებას ვიღებ პირადად, - ასე უპასუხა გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, იყო თუ არა მისი სურვილი დაბრუნებულიყო პროკურატურაში.

როგორც მან აღნიშნა, გენერალური პროკურორობიდან გადადგომის გადაწყვეტილებაც დამოუკიდებლად მიიღო.

"თითოეულ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვიღებ , ვარ ზრდასრული ადამიანი და ყველა გადაწყვეტილებას, რასაც ვიღებ, ვიღებ პირადად. რაც შეეხება უმრავლესობის დამოკიდებულებას ჩემს გადადგომასთან, ჩემთვის ეს ცნობილია მხოლოდ მაშინდელი მათი საჯარო განცხადებებიდან გამომდინარე, რაც შეეხება იმას, თუ მაშინ როგორ მივიღე ეს გადაწყვეტილება, მივიღე დამოუკიდებლად და არ ვნანობ და ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტიილება მივიღე მაშინ", - განაცხადა შოთაძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რა აზრისაა ბიძინა ივანიშვილი მისი გენერალური პროკურორობის თანამდებობაზე დაბრუნების შესახებ და ჰქონდა თუ არა კონტაქტი, შოთაძემ განაცხადა, რომ არავისთან არ ჰქონია კომუნიკაცია.

"არავისთან არანაირი კომუნიკაცია არ მქონია, წარმადგინა ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ და შემდეგ თქვენ ნახეთ, რომ გავიარე საპროკურორო საბჭოში გასაუბრება",- აღნიშნა შოთაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკთხთა კომიტეტმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. მას კომიტეტზე თითქმის ექვსი საათის განმავლობაში უსმენდნენ.

"ინტერპრესნიუსი"