"მონა-მონა", "თვალთხარია გახარია" - როგორ დახვდნენ აქციის მონაწილეები პრემიერსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს - კვირის პალიტრა

"მონა-მონა", "თვალთხარია გახარია" - როგორ დახვდნენ აქციის მონაწილეები პრემიერსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს

"მონა-მონა", "თვალთხარია გახარია" - აქციის მონაწილეების ამ შეძახილების ფონზე მოუწიათ პრემიერ-მინისტრსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს პარლამენტში შესვლა.

როგორც ცნობილია, დღეს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს წარუდგენს, რომელსაც ასევე დაესწრებიან, როგორც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ასევე მინისტრები.

პარალელურად კი პარლამენტის შენობის გარეთ ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ისინი პარლამენტში დღეს მიმდინარე პროცესების მიმართ გამოხატავენ პროტესტს.

"ინტერპრესნიუსი"