"ესენი არიან სასოწარკვეთილი "ნაციონალი" დიასახლისები" - რას ამბობს ირაკლი კობახიძე ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილზე - კვირის პალიტრა

"ესენი არიან სასოწარკვეთილი "ნაციონალი" დიასახლისები" - რას ამბობს ირაკლი კობახიძე ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილზე

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციონერი დეპუტატები ელენე ხოშტარია და ირმა ნადირაშვილი არიან სასოწარკვეთილი "ნაციონალი" დიასახლისები. ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

"არსებობს "სასოწარკვეთილი დიასახლისები“, ესენი არიან სასოწარკვეთილი "ნაციონალი" დიასახლისები, რომლებიც უკვე მეორედ შემოვიდნენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში. წინა ტოქსიკური შეტევის მერე რამე უარესს და უფრო მდაბიოს თუ მოიფიქრებდნენ, ძნელად წარმოსადგენილი იყო, თუმცა ესეც მოახერხეს“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, იმ ადამიანების ადგილი, რომლებიც ხელით და გულით დაატარებენ საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ჰიმნს, არ არის საქართველოს პარლამენტში.

"ნაციონალური მოძრაობა“ არის საბჭოთა კავშირის ბოლო გადმონაშთი საქართველოში თავისი ღირებულებებით და ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენეს ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა. ელენე ხოშტარია დიპლომით არის რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი. განათლება აქვს მოსკოვში მიღებული და ის ემსახურებოდა 9 წლის განმავლობაში სულით და გულით რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეს უკვე საქართველოში და აგრძელებს ამ საქმეში ყოფნას მომდევნო 7 წლის განმავლობაში. ეს მათი ძალისხმება იქნება წარუმატებელი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"ინტერპრესნიუსი"