"დანა და­არ­ტყა, მე, რომ შე­ვე­დი ძირს ეგდო " - ვინ არის სამ­ტრე­დი­ა­ში ქმრის მიერ მოკ­ლუ­ლი 26 წლის ახალ­გაზ­რდა - კვირის პალიტრა

"დანა და­არ­ტყა, მე, რომ შე­ვე­დი ძირს ეგდო " - ვინ არის სამ­ტრე­დი­ა­ში ქმრის მიერ მოკ­ლუ­ლი 26 წლის ახალ­გაზ­რდა

სამტრედიაში მოკლული 26 წლის ახალგაზრდა გოგონა სალომე ბოხუაა. როგორც ცნობილია, ის იუსტიციის სახლში ხელის გასაწერად იყო მისული, რა დროსაც ქმარმა ყელის არეში დანით ჭრილობა მიაყენა. 28 წლის გიგა აბრალავა პოლიციამ უკვე დააკავა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზში, განქორწინების პროცედურის დაწყებამდე, ცოლს - 1994 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა გ.ა. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზშივე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო" - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"სანამ მანქანას ვაყენებდი, ჩემს შვილს თავს დასხმია... რომ შევედი ძირს ეგდო" - ვინ არის სამტრედიაში ქმრის მიერ მოკლული გოგონა

სამტრედიაში მოკლული 26 წლის ახალგაზრდა გოგონა სალომე ბოხუაა. როგორც ცნობილია, ის იუსტიციის სახლში ხელის გასაწერად იყო მისული, რა დროსაც ქმარმა ყელის არეში დანით ჭრილობა მიაყენა. 28 წლის გიგა აბრალავა პოლიციამ უკვე დააკავა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზში, განქორწინების პროცედურის დაწყებამდე, ცოლს - 1994 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა გ.ა. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზშივე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო" - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სალომე ბოხუა იუსტიციის სახლში მამასთან ერთად მივიდა. როგორც AMBEBI.GE-ს თემურ ბოხუამ განუცხადა, სიძე მის შვილს იმ დროს დაესხა თავს, სანამ ის მანქანას აპარკინგებდა. როგორც მოკლული გოგონას მამა იხსენებს, შენობაში შესულს შვილი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

"განქორწინების მიზნით წავიდა იუსტიციის სახლში, ყოფილი ქმარი ბათუმში უნდა მისულიყო და ორივე მოაწერდა ხელს, ჩვენ ასე ვიცოდით. წავიყვანე მანქანით, ვიდრე მე მანქანას დავაყენებდი, სალომე შევიდა და ამ დროს თავს დასხმია. დანა დაარტყა, მე, რომ შევედი ძირს ეგდო და მკვლელი დაკავებული ჰყავდათ. ერთი ჭრილობა დავინახე. კონფლიქტი ჰქონდათ და ამიტომ შორდებოდნენ. ათი წლის ცოლ-ქმარი იყო, ჩვენთან ცხოვრობდნენ, გარკვეული პერიოდი, მერე ბათუმში იყვენენ," -განაცხადა თემურ ბოხუამ. ქმრის მიერ მოკლულ სალომე ბოხუას ორი შვილი დარჩა.