"ქართულ ოცნებაში" კლანები არ არსებობს" - კვირის პალიტრა

"ქართულ ოცნებაში" კლანები არ არსებობს"

"ქართულ ოცნებაში" კლანები არ არსებობს, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოსტზე ვახტანგ გომელაურის დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა, რითაც ამ საკითხზე ოპოზიციის ბრალდებებს გამოეხმაურა.

"მივესალმები პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას ვახტანგ გომელაურის დანიშვნასთან დაკავშირებით. ბატონმა ვახტანგმა მართლაც გამოავლინა თავისი მაღალი პროფესიონალიზმი და ღირსეული სამსახური, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროში. ცხადია, მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილებაც, ინფორმაციაც და კარგად ფლობს სიტუაციას უსაფრთხოების სექტორში, ამიტომ მისი დანიშვნა არის მართლაც მისასალმებელი. წარმატებას ვუსურვებ. ჩვენ მოგვიწევს ერთად მთელ რიგ სტრატეგიულ დოკუმენტზე მუშაობა და ჩემთვის პირადად მასთან მუშაობა კომფორტულია.

თავისთავად ცხადია, პოლიტიკური მედია შეეცდება კლანების თემა წამოწიოს. ჩვენს ქვეყანაში, " ქართულ ოცნებაში" კლანები არ არსებობს. ბატონი ვახტანგი თავისი პროფესიონალიზმით, წარსული გამოცდილებით არის ძალიან ღირსეული ადამიანიც და მინისტრიც, რომელიც იდგა ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე. აქ საუბარი კლანებზე უადგილოა," - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"