"გიორგი მარგველაშვილი, თავისი არაადეკვატური საქციელით და განცხადებებით, დროსა და სივრცეში გაიბნა" - კვირის პალიტრა

"გიორგი მარგველაშვილი, თავისი არაადეკვატური საქციელით და განცხადებებით, დროსა და სივრცეში გაიბნა"

გიორგი მარგველაშვილი, თავისი არაადეკვატური საქციელით და განცხადებებით, დროსა და სივრცეში გაიბნა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გიორგი მარგველაშვილის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნების გეგმას. ვოლსკის შეფასებით, მარგველაშვილისგან წარმატებული პოლიტიკოსი არ გამოვა.

„გიორგი მარგველაშვილი, როდესაც უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა, თავიდან საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა და შემდეგ გაიბნა დროსა და სივრცეში თავისი არაადეკვატური საქციელით და განცხადებებით. ვფიქრობ, წარმატებული პოლიტიკოსი მისგან არ გამოვა,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ აქტიურ პოლიტიკას უბრუნდება.

„ავტორიტარიზმის არჩევით, „ქართულმა ოცნებამ“ წითელი ხაზები გადაკვეთა. არ არის დემოკრატია - არ იქნება ეროვნული ერთობა და დასავლური კურსი. ვერ ვუყურებ, ეს როგორ მოხდება. ვუბრუნდები აქტიურ პოლიტიკას. ვემსახურები ჩვენი დასავლური არჩევანის მისიას, ჩემს მეგობრებთან და ქართველ ხალხთან ერთად“, - წერს მარგველაშვილი.