"დარწმუნებული ვართ, დიალოგის წარმატებით დასრულება ქვეყანაში მწვავე პოლარიზაციის შემცირებას შეუწყობს ხელს" - კვირის პალიტრა

"დარწმუნებული ვართ, დიალოგის წარმატებით დასრულება ქვეყანაში მწვავე პოლარიზაციის შემცირებას შეუწყობს ხელს"

დარწმუნებული ვართ, დიალოგის წარმატებით დასრულება ქვეყანაში მწვავე პოლარიზაციის შემცირებას ხელს შეუწყობს, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ და ოპოზიციამ დიალოგისთვის საერთო გზები უნდა გამონახოს.

"რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ახლა ძალიან რთული სიტუაციაა. თუმცა, ვნახავთ, თუ რა შესაძლებლობები იქნება. მინდა აღვნიშნო, რომ დრო იწურება. იმისთვის, რომ კანონმდებლობაში ცვლილებები განხორციელდეს, საერთო საფუძველი მალე უნდა გამოინახოს, რადგან შესაძლებლობების ფანჯარა იხურება. ჩვენ ყველა მხარესთან კოორდინაციაში ვართ, რათა შესაძლებლობები ვნახოთ. დარწმუნებული ვართ, დიალოგის წარმატებით დასრულება ქვეყანაში ძალიან მწვავე პოლარიზაციის შემცირებას ხელს შეუწყობს “, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

"ინტერპრესნიუსი"