"ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც არის ჩვენს გუნდში და სადმე დაინიშნება, ამბობთ, ის იყო ბიძინა ივანიშვილის გარემოცვიდან. აბა, სააკაშვილის გარემოცვიდან ხომ არ დაინიშნებოდა?" - კვირის პალიტრა

"ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც არის ჩვენს გუნდში და სადმე დაინიშნება, ამბობთ, ის იყო ბიძინა ივანიშვილის გარემოცვიდან. აბა, სააკაშვილის გარემოცვიდან ხომ არ დაინიშნებოდა?"

აბა სააკაშვილის გარემოცვიდან ხომ არ დაინიშნებოდა?- ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ვახტანგ გომელაურის დანიშვნასთან დაკავშირებით ოპოზიციის ნაწილის განცხადებას.

მისივე თქმით, მისთვის გაუგებარია, რა ლოგიკას ავითარებენ, როცა საუბრობენ, რომ პოსტზე კონკრეტული პირი ივანიშვილის გარემოცვიდან დაინიშნა.

"ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც არის ჩვენს გუნდში და სადმე დაინიშნება, ამბობთ, ის იყო ბიძინა ივანიშვილის გარემოცვიდან. აბა, სააკაშვილის გარემოცვიდან ხომ არ დაინიშნებოდა "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში? რა ლოგიკას ავითარევენ, ვერ ვხვდები. ამ თანამდებობაზე სააკაშვილის გარემოცვიდან უნდა დანიშნულიყო?"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღეს უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოსტზე შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დაინიშნა.

"ინტერპრესნიუსი"