"მზად ვართ შევხვდეთ მთლიანად ოპოზიციას, ასევე მზად ვართ შევხვდეთ ცალკეულ პარტიებს და ინდივიდუალურად განვიხილოთ, რისი მზაობა აქვთ" - კვირის პალიტრა

"მზად ვართ შევხვდეთ მთლიანად ოპოზიციას, ასევე მზად ვართ შევხვდეთ ცალკეულ პარტიებს და ინდივიდუალურად განვიხილოთ, რისი მზაობა აქვთ"

რა თქმა უნდა, ერთ კონკრეტულ პარტიას და მის შენაერთებს არ აქვთ სურვილი, რომ გარკვეული შეთანხმება მოხდეს, თუმცა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმება აუცილებლად მოხდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ის მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ.

"ამას მოგვიწოდებს ჩვენი საერთაშორისო მეგობრები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, ამერიკა მაქვს მხედველობაში, რომ აუცილებელია დიალოგი, აუცილებელია მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა და რაღაც კონსენსუსის მიღწევა. თუ ისინი არ დათანხმდებიან ამას და ვერ მივაღწევთ კონსენსუსს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მაშინ არჩევნები არსებული შერეული სისტემით ჩატარდება.

ჩვენი მხრიდან გაჟღერებული იყო 100/50-ზე, რომელიც ოპტიმალური ვატიანტია, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის გარკვეული საკითხი, რომელიც შესათანხმებელია დიალოგის დროს და არა ასე ბრიფინგებით და ინტერვიუებით, შესაბამისად დიალოგი არის მნიშვნელოვანი, რომ მოხდეს გარკვეული შეთანხმება.

ჩვენ მზად ვართ შევხვდეთ მთლიანად ოპოზიციას, მათ წარმომადგენლებს, ასევე მზად ვართ შევხვდეთ ცალკეულ პარტიებს, ინდივიდუალურად განვიხილოთ, რისი მზაობაც მათ აქვთ და ამის პრობლემა არ არსებობს",- განაცხადა კახა კალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"