"ევროპული საქართველოს” ინფორმაციით, პარტიის ბაღდათის რაიონული ორგანიზაციის ოფისის დარბევა სცადეს - კვირის პალიტრა

"ევროპული საქართველოს” ინფორმაციით, პარტიის ბაღდათის რაიონული ორგანიზაციის ოფისის დარბევა სცადეს

"ევროპული საქართველოს” ინფორმაციით, პარტიის ბაღდათის რაიონული ორგანიზაციის ოფისის დარბევა სცადეს. როგორც სოციალურ ქსელ Facebook-ზე ბაღდათში რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, შალვა ბათუაძე წერს, ახალგაზრდებმა ჩამოხიეს გარე აბრები და პარტიის სააგიტაციო მასალები.

"რამდენიმე წუთის წინ რაც დავტოვე "ევროპული საქართველოს“ ბაღდათის რაიონული ორგანიზაციის ოფისი. მივიდნენ სპეციალურად ამ საქმისთვის მოგზავნილი ახალგაზრდები და ცდის მიუხედავად, რომ ვერ შეამტვრიეს რკინის კარი, გარედან ეცადნენ ოფისის დარბევას, ჩამოხეულია გარე აბრები და პარტიის სააგიტაციო მასალები“, - წერს სოციალურ ქსელში შალვა ბათუაძე.

"ინტერპრესნიუსი"