ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა - კვირის პალიტრა

ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტმა ვანო მერაბიშვილმა პენიტენციური დაწესებულება, ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა. ის თითქმის, 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლდა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს. ის სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდიდა, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეზე.

სასჯელის შთანთქმის პრინციპით, მერაბიშვილს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

ამჟამად სასამართლოში მერაბიშვილის წინააღმდეგ 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმის განხილვა მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე მერაბიშვილს უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან.

შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილს ე.წ. მატროსოვის ციხესთან შეკრებილები ტაშით შეხვდნენ. მას ციხესთან ათეულობით ადამიანი დახვდა.