ვანო მერაბიშვილმა პოლიციელებს მიმართა - რა განაცხადა შინაგან საქმეთა ექსმინისტრმა?
ვანო მერაბიშვილმა პოლიციელებს მიმართა - რა განაცხადა შინაგან საქმეთა ექსმინისტრმა?
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილმა პოლიციელებს მიმართა. მერაბიშვილის განცხადებით, ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანაში პოლიციელების ღირსება აღდგეს.

"მე მინდა მივმართო ქართველ პოლიციელებს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენს მეგობრებთან ერთად იმისათვის, რომ პოლიციის ღირსება აღდგეს. აღდგეს ნდობა, გაუმჯობესდეს მათი სოციალური მდგომარეობა და ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანებისთვის, საქართველოს სამსახური გახდეს არა ერთი კაცის და ერთი პარტიის, არამედ ქვეყნის სამსახურში ყოფნა", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

შინაგან
საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, მსჯავრდებულმა ვანო მერაბიშვილმა თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, პენიტენციურ დაწესებულება, ე.წ. მატროსოვის ციხეს დღეს დატოვა. მერაბიშვილს პატიმრობის ვადა სწორედ დღეს ეწურებოდა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს. ის სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდიდა, მათ შორის, 2011 წლის
26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეზე.

სასჯელის შთანთქმის პრინციპით, მერაბიშვილს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

ამჟამად სასამართლოში მერაბიშვილის წინააღმდეგ 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და "ტელეიმედში" შეჭრის საქმის განხილვა მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე მერაბიშვილს უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან.

"ინტერპრესნიუსი"


ჟანა დარკი.
21 თებერვალი 2020 10:55
ეხლა აწრიალდება "ქართული" ტელევიზიები. ქართველი ხალხის მნიშვნელოვანი ადამიანი "დაიბადა" საქართველოში.
ქუთათური
21 თებერვალი 2020 08:38
ამ ნაძირალას მინისტრობის დროს ერთ კაცს და მის ხუშტურებს რომ ემსახურებოდა შსს, გონია რომ დაავიწყდა ვინმეს?! ჯერ არ გამოთრეულა და უკვე ამბოხებაზე და ქვეყნის დაქცევაზე რომ ბლუყუნებს, ეს იმის ბრალია, რომ კურორტიდან ჩამოსულს გავს, ისეთ სასათბურე პირობებში ყავდათ. მე კი სრულიად უდანაშაულომ, მაგ ფაშისტების შექმნილ გლდანის ჯოჯოხეთში ერთ წელიწადში 50 კგ დავიკელი და განთავისუფლების შემდეგ, მთელი წლის მკურნალობის შედეგად ძლივს დავემსგავსე ადამიანს, არ დაბლოკოთ!!!
ხიხო
21 თებერვალი 2020 08:27
და მაგის დროს ერთ კაცს არ ემსახურებოდნენ? „მიშა, მიშას“ მე ვყვიროდი?

რუბრიკის სხვა სიახლეები
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა