რას ამბობს მიხეილ სააკაშვილი ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე? - კვირის პალიტრა

რას ამბობს მიხეილ სააკაშვილი ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე?

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუკის" პირად გვერდზე ყოფილი პრემიერის და შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის "მატროსოვის" ციხიდან გამოშვებას გამოეხმაურა:

"მივესალმები ვანო მერაბიშვილის თავისუფლებაზე ყოფნას, მრავალწლიანი უდანაშაულოდ პატიმრობის შემდეგ. მე ვამაყობ მისი გაუტეხელობით,შემართებით და სიმტკიცით. ვეთანხმები, რომ ივანიშვილი აუცილებლად დასრულდება. დასრულდება არა ჩვენი პირადი გრძნობების გამო, არამედ იმიტომ, როგორც ვანომ თქვა, ჩვენ ქვეყანას სჭირდება წინსვლა და განვითარება. მოვუწოდებ ყველას შერიგებისკენ, არა წარსულისკენ, არამედ მომავლისკენ სწორებისკენ", - წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ "მატროსოვის" ციხის დატოვების შემდეგ მერაბიშვილმა ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა:

"მინდა აქ შეკრებილ გულშემატკივრებს და იმ ადამიანებს, რომლებიც შორიდან მგულშემატკივრობდნენ, მადლობა გადავუხადო. მათი მხარდაჭერით და მომავლის იმედით შევინარჩუნე ძალა, ენერგია, იმედი, რწმენა, რომ გავაგრძელო ბრძოლა იმისთვის, რომ ეს რეჟიმი საქართველოს წელსვე ჩამოცილდეს. მე გაძლევთ გარანტიას, რომ ეს ხელისუფლება 1 წელიწადში დასრულდება", - განაცხადა მერაბიშვილმა.