"ვანო არ არის ის კაცი, რომელიც იტყვის, რომ ახლა მონასტერში წავა" - კვირის პალიტრა

"ვანო არ არის ის კაცი, რომელიც იტყვის, რომ ახლა მონასტერში წავა"

ვანო არ არის ის კაცი, რომელმაც თქვას, რომ ახლა მონასტერში წავალ, - ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, კოტე გაბაშვილმა ვანო მერაბიშვილის მონახულების შემდეგ, მის საცხოვრებელ სახლთან განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკურ გეგმებზე არ უსაუბრიათ.

"არ ვიცი, რას აპირებს, მაგაზე ლაპარაკი არ ყოფილა. ჯერჯერობით არის სიხარული იმის გამო, რომ გამოვიდა, კაცი 7-წლიანი ციხის მერე მოვიდა სახლში, ჩაეხუტა შვილს, ხვდება მეგობრებს, არის ამის გამო სიხარული და ბუნებრივია, ვანო არ არის ის კაცი, რომელმაც თქვას, რომ ახლა მონასტერში წავალ. დაფიქრდება, ნახავს ყველაფერს, გაიგებს ინფორმაციებს”, - განაცხადა გაბაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რას გულისხმობდა მერაბიშვილი "დამხობაში”, ის პასუხობს, რომ არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა იგულისხმა.

"არჩევნებში გამარჯვებას გულისხმობდა, არჩევნებში გამარჯვება დამხობა არ არის პოლიტიკური?” - აღნიშნა გაბაშვილმა.

შეგახსენებთ, თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა. მასთან საცხოვრებელ სახლში “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” წევრები იმყოფებიან.

"ინტერპრესნიუსი"