"ორი გვამის პატრონი“, პოლიტიკაში აქტიურად ვერ მობრუნდება" - კვირის პალიტრა

"ორი გვამის პატრონი“, პოლიტიკაში აქტიურად ვერ მობრუნდება"

ვანო მერაბიშვილი არის კალენდრიდან ამოხეული ფურცელი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, "ორი გვამის პატრონი“, პოლიტიკაში აქტიურად ვერ მობრუნდება.

"ვანო მერაბიშვილი არის კალენდრიდან ამოხეული ფურცელი და თუ რომელიმე პარტია სიმბოლურად დაიკიდებს, ეს მათი საქმე და მათი გადასაწყვეტია. დანარჩენი ყველაფერი არის "ბლეფი“. ორი გვამის პატრონი პოლიტიკაში ისე აქტიურად მობრუნდეს, რომ მან ამ მუქარასა თუ დანაქადნებს ოდნავ მაინც ბიძგი მისცეს, არის აბსოლუტურად გამორიცხული", - განაცხადა ქანთარიამ.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. მატროსოვის ციხიდან ახლად გამოსულმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას გეგმავს. მან საზოგადოებას პირობა მისცა, რომ "საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება 1 წელიწადში დასრულდება", რაც მისი თქმით, "აუცილებელია, იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიწყოს განვითარება, ხალხის კეთილდღეობა გაიზარდოს, გაქრეს უიმედობა, ახალგაზრდობას მიეცეს პერსპექტივა, ადამიანებს დასაქმება და ღირსეული ხელფასი, მოხუცებს კი ღირსეული პენსია". ამასთანავე, მერაბიშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებას მმართველი პარტია ჩამოსცილდება, "მატროსოვის" "კარი ფართოდ გაიხსნება და ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდება".

"ინტერპრესნიუსი"