კახა კალაძე: "მეტი ვანო ოპოზიციას"
20-02-2020
კახა კალაძე: "მეტი ვანო ოპოზიციას"
მეტი ვანო ოპოზიციას, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას გამოეხმაურა.

"მერაბიშვილის განცხადებებიდან გამომდინარე აშკარა, რომ იგი დროსა და სივრცეში არის დაკარგული. ვაცადოთ, ჩაეხუტოს ოჯახს, გაერკვეს, თუ რა რეალობაა, რა ხდება და შემდეგ მოვუსმინოთ", - განაცხადა კახა კალაძემ.

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, მსჯავრდებულმა ვანო მერაბიშვილმა თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, პენიტენციურ დაწესებულება, ე.წ. მატროსოვის ციხეს დღეს დატოვა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით