"ეს იყო შეუწყნარებელი აქტი, რომელიც ჩვენი სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრას ისახავდა მიზნად" - რას აცხადებს გიორგი გახარია? - კვირის პალიტრა

"ეს იყო შეუწყნარებელი აქტი, რომელიც ჩვენი სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრას ისახავდა მიზნად" - რას აცხადებს გიორგი გახარია?

ეს იყო შეუწყნარებელი აქტი, რომელიც ჩვენი სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრას ისახავდა მიზნად, -ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია რუსეთის „გრუ“-ს მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევას სოციალურ ქსელში.

"შარშან ოქტომბერში საქართველომ სრულიად უგუნური კიბერშეტევა განიცადა, რომელიც შეეხო სახელმწიფოს, მედიას და ბიზნესსუბიექტებს. ეს იყო შეუწყნარებელი აქტი, რომელიც ჩვენი სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრას ისახავდა მიზნად. ჩვენ დიდად ვაფასებთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენი პარტნიორების და მოკავშირეების მხრიდან ძლიერ მხარდაჭერას",- წერს გახარია "ტვიტერზე".

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ.

"ინტერპრესნიუსი"