"სახლში რაღაც ფოტოს ვეძებდი და..." - შალვა ნათელაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოზე, რა ისტორიას იხსენებს ნიკა მელია?
"სახლში რაღაც ფოტოს ვეძებდი და..." - შალვა ნათელაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოზე, რა ისტორიას იხსენებს ნიკა მელია?
"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერთან, შალვა ნათელაშვილთან ერთად წლების წინ გადაღებული ფოტო გაასაჯაროვა:

"სახლში რაღაც ფოტოს ვეძებდი და შემთხვევით ამ ფოტოს წავაწყდი. გადაღებულია 2004 წლის 24 დეკემბერს, ლონდონის ჰითროუს აეროპორტში. მე ლონდონიდან მოვფრინავდი და ბატონი შალვა ამერიკიდან, მივედი და ვთხოვე ფოტოს გადაღება", - წერ ნიკა მელია.

პოლიტიკოსის მიერ გამოქვეყნებულ ფეისბუქპოსტს შალვა ნათელაშვილი გამოეხმაურა:

"მახსოვს. ნიკა უწესიერესი და უნიჭიერესი ახალგაზრდა იყო თავიდანვე. ჩემთან მინდოდა მომეყვანა პარტიაში.
ვეღარ მოვასწარი. საქართველოს საქმე ვაკეთოთ ეგაა მთავარი და არა პარტიულობა", - დაწერა შალვა ნათელაშვილმა პოსტის კომენტარში.

წყარო


გივარგი
21 თებერვალი 2020 14:34
შალიკო მაშინაც "დაუნ ზე დიქტეიტეს" საძახებლად ხომ არ იყო ამერიკაში:))
Zaza
21 თებერვალი 2020 13:05
ნათელაშვილო, შეხედე რუსეთის არხებს და თქვი ვინ არიან რუსეთუმეები!.. შენ საერთოდ აზრზე თუ ხარ ვის ლანძღავ, დღეს ჩვენი სპორტსმენები დარცა საამაყონი, შენისთანა ხალხამა, ნაცების თამადობით საქართველოს სახელი გაუტეხა სხვადასხვა მახინაციებით, ერთადერთი დღესდღეობით სპორტსმენები დაგვრჩნენ საამაყონი და შენ და თქვენ საერთოდ ვინა ხართ საიდანა ხართ, თუ არ გინდათ ამ ქვეყანაში ცხოვრება მიბრძანდით არავინ გიჭერთ, მიბრძანდით!..
alexandre
21 თებერვალი 2020 12:45
ვიცი მაინც არ დაბეჭდავენ, მაგრამ მაინც დავწერ, იქნებ შენამდე მოაღწიოს ჩემმა რჩევამ. მთელმა საქართველომ გაიგო, რომ შ.ნათელაშვილი არის ერთადერთი ქართველი, ვინც 9 აპრილზე რუსეთის (მაშინ საბჭოთა) ტვ-აში ილაპარაკა, რომ ეს იყო ბრბოს მიერ ერთმანეთის ჟლეტვაო. მის საქმიანობაზე ბოლო ათეულ წლებში არც კი ღირს მუსაიფი. ჰო და, ჩემო შვილო ნიკა, არ გინდა მაგასთან ურთიერთობის აფიშირება, ისედაც ცოტა ვინმე თუ გიჭერს მხარს და მათაც ნუ დაკარგავ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა