"სახლში რაღაც ფოტოს ვეძებდი და..." - შალვა ნათელაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოზე, რა ისტორიას იხსენებს ნიკა მელია? - კვირის პალიტრა

"სახლში რაღაც ფოტოს ვეძებდი და..." - შალვა ნათელაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოზე, რა ისტორიას იხსენებს ნიკა მელია?

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერთან, შალვა ნათელაშვილთან ერთად წლების წინ გადაღებული ფოტო გაასაჯაროვა:

"სახლში რაღაც ფოტოს ვეძებდი და შემთხვევით ამ ფოტოს წავაწყდი. გადაღებულია 2004 წლის 24 დეკემბერს, ლონდონის ჰითროუს აეროპორტში. მე ლონდონიდან მოვფრინავდი და ბატონი შალვა ამერიკიდან, მივედი და ვთხოვე ფოტოს გადაღება", - წერ ნიკა მელია.

პოლიტიკოსის მიერ გამოქვეყნებულ ფეისბუქპოსტს შალვა ნათელაშვილი გამოეხმაურა:

"მახსოვს. ნიკა უწესიერესი და უნიჭიერესი ახალგაზრდა იყო თავიდანვე. ჩემთან მინდოდა მომეყვანა პარტიაში. ვეღარ მოვასწარი. საქართველოს საქმე ვაკეთოთ ეგაა მთავარი და არა პარტიულობა", - დაწერა შალვა ნათელაშვილმა პოსტის კომენტარში.

წყარო