"მე მივხედავ ჩემს ჯანმრთელობას...იუსტიციის სამინისტრომ, ჩემი ნებართვის გარეშე, გამოაქვეყნა ჩემი დიაგნოზი" - კვირის პალიტრა

"მე მივხედავ ჩემს ჯანმრთელობას...იუსტიციის სამინისტრომ, ჩემი ნებართვის გარეშე, გამოაქვეყნა ჩემი დიაგნოზი"

იუსტიციის სამინისტრომ, ჩემი ნებართვის გარეშე, გამოაქვეყნა ჩემი დიაგნოზი,- ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თავს მხნედ გრძნობს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დეტალური საუბარი არ სურს.

"ჩემი ჯანმრთელობის საკითხი პირადი საკითხია და მე არ ვთვლი, რომ ეს საჯაროდ უნდა განვიხილოთ, მე მივხედავ ჩემს ჯანმრთელობას",-განაცხადა ვანო მერაბიშვილმა ტელეკომპანია "მთავარის“ ეთერში.

ცნობისთვის, ვანო მერაბიშვილმა ე.წ მატროსოვის ციხე თითქმის შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ დღეს დატოვა.