"პოლიტპატიმარს არავინ დაარქმევს ადამიანს, რომელსაც ჩადენილი აქვს უმძიმესი დანაშაულები"
"პოლიტპატიმარს არავინ დაარქმევს ადამიანს, რომელსაც ჩადენილი აქვს უმძიმესი დანაშაულები"
ბოკერიას სტანდარტი პოლიტპატიმრობის შესახებ არის უცნაური, სასაცილო და სპეკულაციური, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მდინარაძის თქმით, ოპოზიცია თვლის, რომ 2003-2012 წლებში ნებისმიერი დანაშაულის ჩადენის მიუხედავად, ისინი პოლიტპატიმრები არიან.

"გუშინდელი დღიდან ყველაზე თვალსაჩინო იყო გიგა ბოკერიას მიდგომა პოლიტმატიმრების ცნების მიმართ, რასაც სხვებიც იზიარებენ. პოლიტპატიმრობის მათი ფორმულა არის შემდეგი: თუ დანაშაული ჩაიდინე 2003-2012 წლებში, იქნება ეს მკვლელობა, მკვლელობის შეკვეთა, 50 მილიონამდე თანხის გაფლანგვა და ა.შ. ყველა შემთხვევაში
ხარ პოლიტპატიმარი და მთელმა მსოფლიომ ეს მოცემულობად უნდა მიიღოს. ბოკერიას სტანდარტი არ გავა არც ქვეყნის შიგნით, საზოგადოებაში და არც ქვეყნის გარეთ, უცხოელებში. არავინ დაიჯერებს და პოლიტპატიმარს არავინ დაარქმევს ადამიანს, რომელსაც ჩადენილი აქვს უმძიმესი დანაშაულები“, - განაცხადა მდინარაძემ.

უმრავლესობის ლიდერი ასევე გამოეხმაურა ვანო მერაბიშვილის მიერ გაჟღერებულ
გზავნილებს ციხის დატოვების შემდეგ. მისი თქმით, ხელისუფლების დამხობის შესახებ მერაბიშვილის განცხადება "აღიარებების სერიის გაგრძელებაა“.

"რაც შეეხება მის გზავნილებს, ეს ახალი ამბავი არ არის. მიხეილ სააკაშვილმა ხომ აღიარა, შანსი ვერ გამოვიყენეთ, ხელისუფლება იმხობოდაო. მერე მელიამ აღიარა, ცოტა დაგვაკლდა და შევდიოდითო. მერაბიშვილის განცხადებებიც არის ამ აღიარებების სერიის გაგრძელება. ახალი და განსაკუთრებული არაფერი ხდება. ისინი საუბრობენ დამხობაზე, მათთვის საბჭოთა ჰიმნი პარლამენტში პრობლემა არ არის, ბოლოს შეიძლება თქვან, რომ 2008 წელიც გარკვეული ხუმრობა იყო რუსეთის მხრიდან. ისინი შიგნიდან გვიტევენ, რუსები - გარედან და რეალურად რუსულ საქმეს აკეთებენ,"- განაცხადა მდინარაძემ.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, კორონავირუსის შემთხვევათა მატება შეუშლის თუ არა ხელს წინსაარჩევნო პროცესების სრულფასოვან წარმართვას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, კორონავირუსის შემთხვევათა მატება შეუშლის თუ არა ხელს წინსაარჩევნო პროცესების სრულფასოვან წარმართვას?
დღის კითხვადი სტატიები