"ჩვენი ქვეყნის მშვიდი განვითარება დგას თქვენზე"
"ჩვენი ქვეყნის მშვიდი განვითარება დგას თქვენზე"
ყველამ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, ღირსეული პოლიციელის ყოველდღიური ცხოვრება არის და უნდა იყოს სახელმწიფო ზრუნვის საგანი, რასაც ვაკეთებეთ და გავაგრძელებთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში განაცხადა, სადაც პოლიციის რამდენიმე თანამშრომელს ბინები გადასცეს, რამდენიმე კი დააჯილდოვეს.

პრემიერის თქმით, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ის პოლიციელები, რომლებაც საკუთარი სიცოცხლე გაიღეს.

"ჩემთვის დიდი პატივია, მქონდეს შესაძლებლობა, რომ თქვენ მოგმართოთ. რა თქმა უნდა, პოლიციაზე საუბარი შეუძლებელია იმის ხაზგასმის გარეშე, რომ ყველას, თითოეულ მოქალაქეს და
პირველ რიგში, პოლიციელებს უნდა ესმოდეთ, რომ ჩვენი ქვეყნის მშვიდი განვითარება დგას თქვენზე. ეს არაერთხელ მითქვამს და როცა ამის საშუალება მექნება, ყოველთვის გავიმეორებ. არანაირი წარმატება არ იქნება მიღწევადი ვერცერთ სფეროში,
დაწყებული განათლებიდან, ეკონომიკით დამთავრებული, ტურიზმით და კიდევ ბევრი მიმართულებით გაგრძელებული, თუ ქვეყანაში არ იქნება სიწყნარე, სიმშვიდე და რაც მთავარია, სამართლიანობის შეგრძნება. ბატონობო, ამას თქვენ უზრუნველყოთ. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ის პოლიციელები, რომლებმაც გაიღეს ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე.“, - განაცხადა გახარიამ.

ამასთან, პრემიერ მინისტრმა მადლობა გადაუხადა შს მინისტრს, მინისტრის მოადგილეს და ხელმძღვანელობას.

"რასაც ყოველღიურად თქვენ აკეთებთ რიგით პოლიციელებთან ერთად, ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ეს არის ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე ზრუნვა. ღირსეული მსახურება ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი.

მადლობას გიხდით და ჩვენ, სახელმწიფო, შსს, მთავრობა ვაკეთებთ იმ მინიმუმს, რისი ვალდებულებაც გვაქვს. ეს იქნება შესაბამისი ჯილდოები, შესაბამისი სოციალური უზრუნველყოფა, ჩვენ ყველამ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ ღირსეული პოლიციელის, ღირსეული ყოველდღიური ცხოვრება არის, უნდა გახდეს და უნდა იყოს სახელმწიფო ზრუნვის საგანი, რასაც ვაკეთბეთ და გავაგრძელებთ“, - განაცხადა გახარიამ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები