"არ ვიცი, სოფიო ქაცარავა გუნდიდან ოდესმე წასული იყო?" - რას ამბობს გახარია ლევან იზორიასა და სოფიო ქაცარავას ელჩად დანიშვნის შესახებ
"არ ვიცი, სოფიო ქაცარავა გუნდიდან ოდესმე წასული იყო?" - რას ამბობს გახარია ლევან იზორიასა და სოფიო ქაცარავას ელჩად დანიშვნის შესახებ
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოფიო ქაცარავას და ლევან იზორიას ელჩის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ კომენტარს აკეთებს.

როგორც მან ჟურნალისტებს ლევან იზორიას შესახებ განუცხადა, ადამიანები თანამდებობებზე არა ნათესავების ქმედებებიდან გამომდინარე, არამედ პროფესიული ნიშნით ინიშნებიან.

„ლევან იზორია არის მაღალი კლასის პროფესიონალი. მორალური თვალსაზრისით ნათესავების ქმედებიდან გამომდინარე ხომ არ ვნიშნავთ ადამიანებს? ადამიანს ვნიშნავთ იმ პროფესიული ნიშნით, რომელიც მას გააჩნია. ლევან იზორიას განათლება გერმანიაში აქვს მიღებული. როგორც მე ვიცი, სამეცნიერო ხარისხი აქვს დაცული. ვიცით, რომ იყო
ძალიან წარმატებული თავდაცვის მინისტრი, შემდგომ საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი. ის ისეთი ელჩია, რომელიც ჩვენ გერმანიაში გვჭირდება“, - აღნიშნა გახარიამ.

რაც შეეხება კითხვას დიდ ბრიტანეთში ელჩად სოფიო ქაცარავას დანიშვნის შესახებ, რომელიც მმართველი გუნდიდან წავიდა, გახარიას თქმით, არ იცის, თუ ქაცარავა გუნდიდან წასული იყო.

„მე არ ვიცი,
სოფიო ქაცარავა გუნდიდან ოდესმე წასული იყო? ის ელჩად ზუსტად იგივე კრიტერიუმებით შეირჩა - სოფო ქაცარავა ბრიტანეთში იქნება საქართველოს ღირსეული წარმომადგენელი“, - განაცხადა გახარიამ.
ქართველი
23 თებერვალი 2020 20:51
მეგრული ზახოდია, ბიძოს უჩალიჩებენ ან ვიღაცას მაგრა დაერხევა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს განწყობას, რაც უფრო დადებითია იგი, მით უფრო კარგად შესწევს ორგანიზმს ვირუსთან ბროძლის უნარი. როგორია თქვენი განწყობა დღეს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს განწყობას, რაც უფრო დადებითია იგი, მით უფრო კარგად შესწევს ორგანიზმს ვირუსთან ბროძლის უნარი. როგორია თქვენი განწყობა დღეს?
დღის კითხვადი სტატიები