"დამაქცევარი ივანიშვილი ჩამოშორდება ხელისუფლებას და დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხი დააბრუნებს პარლამენტს ქუთაისში"
"დამაქცევარი ივანიშვილი ჩამოშორდება ხელისუფლებას და დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხი დააბრუნებს პარლამენტს ქუთაისში"
დამაქცევარი ივანიშვილი და მისი მოღალატე ჯგრო აუცილებლად ჩამოშორდება ხელისუფლებას და დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხი დააბრუნებს პარლამენტს ქუთაისში, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც სოციალურ ქსელში გაავრცელა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, „ქუთაისში პარლამენტის გადატანა იყო საშვილიშვილო საქმე საქართველოსთვის“.

"საქართველოს მაოხრებელმა ივანიშვილმა გამოაცხადა თავისი მორიგი დიდი მავნებლობა-ქუთაისის საქართველოს პარლამენტის შენობის გაყიდვა. ქუთაისში პარლამენტის გადატანა იყო საშვილიშვილო საქმე საქართველოსთვის. ის აძლიერებს დასავლეთ საქართველოს და საქართველო უნდა იყოს ძლიერი, როგორც
აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში. ეს არის მიმართული აფხაზური სეპარატიზმის წინააღმდეგ და აფხაზეთის დაბრუნებას ემსახურება სტრატეგიულად. ეფუძნებოდა ლაზიკის პორტის განვითარების სტრატეგიას და ქუთაისის, იმერეთის, სამეგრელოს, სვანეთის და ზოგადად დასავლეთ საქართველოს სწრაფ განვითარების ჩემეულ ხედვას და სტრატეგიას. ივანიშვილს უნდა ეს ყველაფერი გააჩეროს და მოსპოს იმიტომ, რომ მისი ამოცანაა
სუსტი და გავერანებული საქართველო. დამაქცევარი ივანიშვილი და მისი მოღალატე ჯგრო აუცილებლად ჩამოშორდება ხელისუფლებას და დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხი დააბრუნებს პარლამენტს ქუთაისში", - განაცხადა სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

mako
01 მარტი 2020 22:20
იყავი 9წელი მიხო და გამოვცადეთ შენი ხუშტურები, გაგიცნო ხალხმა აღარ გვინდიხარ, დაგვანებე თავი წადი რა სკამის გამო ყველაფერზე ხ არ წამსვლელი , ტყუილები, ტყუილები, საპოტაჟი, საქართველო შენ არ განაღვლებს და მისი მოსხალეობა , მხოლოდ ძალაუფლება და ხალის სამაგალიტოდ დასჯა. რევანში , რევანში, მხოლოდ რევანში აი, ეს გწყურია
ენგურელი
27 თებერვალი 2020 19:58
მიშო, შენი გამკვირვებია, ვინ გეკითხება ქართველები რას ვიზამთ,იყავი იქ სადაც ხარ,ოჯახს მაინც ეცი პატივი
ალექს
26 თებერვალი 2020 15:06
რეფორმატორ დემოკრატი "ანტიკორუფცილული" მთავრობა სააკაშვილის მეთაურობით აკეთებდა შავთეთრ ფულს და ამიტომ განახორციელა რიგი ინფასტრუქტურული(დღეს რომ ზოგი გამოუყენებელია და ზოგი თავიდან გასაკეთებელი) თუ პოლიტიკური (ასეთია მაგალითად ფსევდოდემოკრატიის მშენებლობა გრანტები მოსდევს, ყალბი საარჩევნო სია,მკვდარ სულთა საპენსიო უზრუნველყოფა ,უსაქმურთა დასაქმება-ფული კეთდება პოლიტიკურ დანაშაულებშიც !!!! ) კრიმინალური პროექტი ,ჯერ ტენდერის ჩატარებისას პრეატკატით,მერე მისი მიმდინარეობისას ბიუჯეტში ანარიცხებიდან,მათი ჯიბეა ბიუჯეტი,საპრემიო ფონდია,ზოგს გონია სახელმწიფოსია,მერე დამამთავრებელ ეტაპზე ჯარიმები შემოწმებებით,საურავები,მერე ღამეული ახევები წილების,მერე საპროცესო გარიგება და ტენედერის ზევით ღირებულების შემსრულებლის მამაპაპის დანატოვარი ქონების აუქციონზე გატანის სავალალო ფინალით,მერე ბოლოს თავად შემმოწმებლების ,გადამფორმებლების,მიმთვისებლების გაპარცვის დროც დადგებოდა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა